უკან

პოლიტიკა

5 თებერვალი, 2018 17:35
font-size

ფედერიკა მოგერინი გიორგი კვირიკაშვილს: ჩვენი პარტნიორობა ძალიან კარგად მუშაობს

ჩვენი ურთიერთობები შესანიშნავია და ჩვენი პარტნიორობა ძალიან კარგად მუშაობს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე .

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა მეგობრობამ ბევრი კარგი შედეგი გამოიღო: ესენია, ასოცირების ხელშეკრულების, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზის ლიბერალიზაციის ძალაში შესვლა. დღეს ჩვენ ვხედავთ ბევრ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენს წინაშე გაიხსნა. ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრეთ იმ გზებზე, რომლითაც შევძლებთ ამ შესაძლებლობების გამოყენებას, რათა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოქალაქეების მოლოდინები. ევროკავშირი სრულად მოწადინებულია ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის პოტენციალი გამოიყენოს. ასევე განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში და ის გამოწვევები, რომელიც რჩება“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

აქვე, ევროკომისარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას რეფორმებზე მუშაობისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და დელეგაციის წევრებს. სასიამოვნოა თქვენთან მუშაობა. ჩვენ დავინახეთ თქვენი მტკიცე განწყობა რეფორმებზე მუშაობის თაობაზე. ახლა საჭიროა ამ რეფორმების სრულად განხორციელება და თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ჩვენ ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის, ასევე ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე. ადგილობრივი არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ჩვენ დავინახეთ, რომ ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური გარემო უზრუნველყოფილი იყოს, ასევე ხელი უნდა შეეწყოს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ევროკავშირი განაგრძობს თქვენს მხარდაჭერას ამ კუთხით. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას“, - განაცხადა მოგერინიმ.

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა

14 დეკემბერი, 2019 , 14:00

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მ

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი

14 დეკემბერი, 2019 , 12:55

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭ

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

14 დეკემბერი, 2019 , 12:15

გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. „ვულოცავთ

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია

13 დეკემბერი, 2019 , 18:00

ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად, - ამის შეს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

13 დეკემბერი, 2019 , 17:10

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ე

ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

13 დეკემბერი, 2019 , 16:05

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან, რომელმაც საქართველოში მუშაობა დაასრულა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ld

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`