საზოგადოება


„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
"როგორც ქართველი მოსახლეობა ყავთ ჩაკეტილი ხელისუფლებას ისე ჩავკეტავთ ყველა გასასვლელს" - თბილისის მერიასთან აქტივისტები და "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა ჯაჭვით გადაკეტეს თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი.
„ჩვენი მოთხოვნაა, აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა. ხალხი სამსახურებში ვერ მიდის. ჩვენ არ გამოვუშვებთ არც ერთ მანქანას, რომელიც მერიის სამსახურს ეკუთვნის“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ამირან ნატრიაშვილმა.
როგორც აქციის მონაწილე მამუკა ჯუღელმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გამო ხალხი სამსახურამდე მისასვლელად კილომეტრობით მანძილს ფეხით გადის.
„იმ არალეგიტიმურმა მთავრობამ, რომელმაც გააგრძელა კომენდანტის საათი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდვა, დროულად მოხსნას ყველა რეგულაცია, რომელიც ღარიბ ფენას კიდევ უფრო აღარიბებს. კეთილი ინებოს კახა კალაძემ, სხვა მინისტრებმა და მაღალჩინოსნებმა, როგორც რიგითი ადამიანები პურის საშოვნელად ყოველდღე სამსახურში წასავლელად ათობით კილომეტრს ფეხით გადიან, ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3255 ლარი გახდა
26 თებერვალი, 2021 , 17:15

ყველაფერი მზადაა, რათა სპორტულმა დარბაზებმა მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ - ნათია თურნავა
26 თებერვალი, 2021 , 16:51

ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას ვერ შევეგუებით - ანზორ მელია
26 თებერვალი, 2021 , 15:50
საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთანაც მიმდინარეობს
26 თებერვალი, 2021 , 15:28
პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
26 თებერვალი, 2021 , 14:30

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ელი მარტიდან დაიწყება
26 თებერვალი, 2021 , 14:30