უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივლისი, 2017 15:35
font-size

ფერეიდნელი ახალგაზრდები თბილისში ქართულ ენას სწავლობენ

თბილისის პირველ გიმნაზიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ფერეიდნელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

„თქვენი საქართველოში ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,თქვენ ჩვენი განუყოფელი ნაწილი ხართ,ჩვენი სისხლი და ხორცი,ჩვენ ვერ დაგვაშორებს საუკუნეები.თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ძვირფასია,დღევანდელ დღეს თქვენ ხართ ელჩები საქართველოსა და სამშობლოდან შორს მყოფ ქართველებს შორის,ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს,ჩვენ ერთი გენი გვაქვს,ქედს ვიხრით თქვენს წინაშე და მადლობას გიხდით ყველაფრისათვის“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მინისტრმა ფერეიდნელ ახალგაზრდებს საჩუქრად „ცეფხისტყაოსნის“ აუდიო ჩანაწერები და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ბილეთები გადასცა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროექტის მიხედვით საქართველოში ქართული ენისა და ხალხური სიმღერის შესასწავლად 12 ფერეიდნელი ახალგაზრდა ჩამოვიდა. ქართულ ენასთან ერთად მათ საქართველოს ისტორია, ხალხური სიმღერები და ხალხურ საკრავებზე დაკვრა შეისწავლეს. პროექტის განმავლობაში მოეწყო ოთხი გასვლითი ექსკურსია: მცხეთაში, კახეთში, ყაზბეგსა და ვარძიაში.

პროექტის მიზანია ფერეიდანში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს შეასწავლოს ქართული ენა და ხალხური სიმღერები, გააცნოს საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლები. დღევანდელი მონაცემებით ფერეიდანში 50,000-მდე ქართველი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ გარკვეულ დონეზე ფლობს ქართულ ენას და ოცნებობს საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას.

პროექტის დასრულებისას დაგეგმილია შემაჯამებელი ღონისძიების გამართვა, სადაც ფერეიდნელები შეასრულებენ პროექტის განმავლობაში შესწავლილ ქართულ სიმღერებს. პროექტის ორგანიზატორებისგან მათ გადაეცემათ სერთიფიკატები.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მას საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება უწევს ორგანიზებას.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი