უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 მარტი, 2019 11:05
font-size

ფერმერ ალექსანდრე კოპაძეს 150 ნერგი უსასყიდლოდ გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ადგილობრივ ფერმერს, ალექსანდრე კოპაძეს 150-მდე ძირი ვაშლის ნერგი ჩაუტანეს და მათ დარგვაში დაეხმარნენ.

გასული წლის დეკემბერში, ალექსანდრე კოპაძეს ოთხწლიანი მსხმოიარე ვაშლის ბაღი უცნობმა პირებმა გაუჩეხეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის შუამდგომლობით, კერძო სანერგე მეურნეობამ, შპს „კომპლექს-არგომ“ ალექსანდრე კოპაძეს ბაღის აღსადგენად ვაშლის ნერგები უფასოდ გადასცა.

სპეციალური ტექნიკით ფერმერს დახმარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბატონ ალექსანდრეს დაეხმარა და გვერდში დაუდგა, განსაკუთრებით სანერგე მეურნეობას „კომპლექს-აგრო“, რომელმაც ფერმერს ნერგები უსასყიდლოდ გადასცა. ასეთი მხარდაჭერით ხელს შევუწყობთ არა მხოლოდ იმას, რომ გაჩანაგებულ ბაღს აღვადგენთ, არამედ ადამიანებს დავუბრუნებთ სიკეთის, გვერდში დგომის, გულშემატკივრობის რწმენას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„შიდა ქართლის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხეხილის ბაღების განახლება. ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ხელშემწყობ პროექტს ახორციელებს. ვანდალურად გაჩეხილი ბაღის ადგილას, საერთო ძალისხმევით, ალექსანდრე კოპაძეს ახალი ბაღი ექნება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დაზარალებულმა ფერმერმა მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს - ირაკლი ლექვინაძე

17 აპრილი, 2019 , 17:29

„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150 -მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. ირაკლი ლექვი

ოპოზიცია ხელისუფლებას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს

15 აპრილი, 2019 , 15:20

ოპოზიცია ქობულეთში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და გაფლანგულ მილიონებზე საუბრობს. ამის შესახებ „რუსთავი2“ იტყობინება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სის

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას მონიტორინგის ჯგუფები დააკვირდებიან

15 აპრილი, 2019 , 14:35

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნებე

მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს შეხვდა

13 აპრილი, 2019 , 13:10

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშისახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კახეთში სახელმწიფოს რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ცენტრალურ

პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

13 აპრილი, 2019 , 12:45

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა და ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, -ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქ

ბათუმის საკრებულოში დაპირისპირების დროს დეპუტატი დაშავდა

12 აპრილი, 2019 , 14:35

ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა. ამის შესახებ პირველი არხი იტყობინება. ზოიძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ წევრებმა დაზია

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019