უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2019 11:25
font-size

ფერმერები წელს თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე - 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი საპროგნოზო მაჩვენებლები, ექსპორტის სტატისტიკა და თხილის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს.

საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.

„თხილის კულტურა, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა. გასულ წელს, ფერმერებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სამინისტრომ ინტენსიური ღონისძიებები განახორციელა, რომ წელს თხილის უკეთესი მოსავალი და, შესაბამისად, შემოსავალი გვქონოდა. ბოლო პერიოდში, დაგროვდა დიდი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მავნებელთან ბრძოლის კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი ღონისძიებები განვახორციელოთ, რაც ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობა იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სათათბირო საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობა და მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, აზიურ ფაროსანასთან კოორდინირებულმა მუშაობამ, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ერთი მხრივ, ეს არის მავნებლის გავრცელების მკვეთრად შემცირება, ხოლო მეორე მხრივ, ფერმერების გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს და გაამარტივებს როგორც მოსავლის რეალიზებას, ასევე პროდუქციის მიკვლევადობას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად და ორგანიზებულად წარიმართოს. ყურადღება გამახვილდა თხილის ფასზე, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ხარისხზე. მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კი, აუცილებელია მოსავლის შენახვის პირობები იყოს დაცული.

შეხვედრაზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ აღნიშნა, რომ ასოციაციის მთავარი ამოცანა თხილის მოსავლის გადარჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით შედეგები პოზიტიურია, მნიშვნელოვანია ფერმერებმა ბოლომდე მიიყვანონ წამლობის ღონისძიებები, რადგან თხილის მაღალი ხარისხი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

სათათბირო საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქართველოს თხილის მწარმოებელთა და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

ჭავჭავაძის გამზირზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყეს

15 ივლისი, 2019 , 17:30

„გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო. როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ჭავჭავაძის

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - შსს

15 ივლისი, 2019 , 17:30

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - ინფორამიცას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებენ. ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს

გარიგებებს თვალთმაქცობის ნიშნები აქვს და ხშირად კორუფციაზე მიუთითებს – ანა დოლიძე

15 ივლისი, 2019 , 16:20

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას უმრავლესობის

მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება - მორჩილი ზაზა

15 ივლისი, 2019 , 15:30

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მორჩილმა ზაზამ დავით გარეჯში განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუში

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო

15 ივლისი, 2019 , 15:30

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო. 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლე

პრემიერ-მინისტრი თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო

15 ივლისი, 2019 , 15:30

თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს