უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

27 თებერვალი, 2021 12:00
font-size

ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ

ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. სოფლის განვითარების სააგენტო, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან” ერთად, უკვე მეორე წელია, აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს, – ამის შესახებ აგროდიზელის პროგრამის მენეჯერმა, ლევან უროტაძემ განაცხადა.

„წელს პროგრამაში სიახლეა – ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებითაც შეუძლიათ”, – აღნიშნა უროტაძემ.

გურჯანიის მუნიციპალიტეტში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ლევან უროტაძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ წარმომადგენელთან ერთად გაეცნენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიზელის გაცემა ხორციელდება დადგენილი გრაფიკით: პირველი თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით გაიცემა, არაუმეტეს, 2,000 ლიტრი საწვავი, პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით – დამატებით, 1,500 ლიტრი, ხოლო პირველი მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – დარჩენილი რაოდენობა.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც შეუძლიათ.

პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა გაუქმდეს და გამოსასყიდ, „სახნავი` კატეგორიის მიწებს დაემატოს სათიბებიც - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2021 , 19:35

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში - სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემულ „სახნავი" კატეგორიის მიწის ნა

კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს

7 აპრილი, 2021 , 12:30

კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია მიმდინარეობს. ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება ამ ეტაპზე შემდეგ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი დ

სოფელ დიდ ჯიხაიშში აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება, რომელიც პროფესიული განათლების მსურველებს მთელი საქართველოდან მიიღებს

7 აპრილი, 2021 , 10:45

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ისტორიულ პროფესიულ სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია უტარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო და სარეა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე კლდე ჩამოიშალა - მოძრაობა დაკეტილია

6 აპრილი, 2021 , 12:45

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე, მიწა-კლდის ზვავი ჩამოიშალა. ზვავი კონკრეტულად გზის 178-ე კილომეტრზეა. ადგილზე ყ

იმერეთის რეგიონს მალე ახალი პროფესიული სასწავლებელი შეემატება

6 აპრილი, 2021 , 11:10

იმერეთის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს

ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

5 აპრილი, 2021 , 14:35

ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჰუნდაის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა. მანქანაში დედა ორ