საზოგადოება
ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე” 12 აპრილს დაიწყება
საერთაშორისო ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე” 12 აპრილს საზეიმო გალა კონცერტით გაიხსნება. წლევანდელი ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ტენორი- ქრისტიან ბენედიქტი, ცნობილი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი და სპეციალურად მოწვეული დირიჟორი ატილიო ტომაზელო, რომელთანაც ერთად პირველად საქართველოში ”ბაროკო მუსიკას” წარმოადგენს იანო ალიბეგაშვილი. ასევე, სამი დიდი მუსიკალური კოლექტივი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიჭიერთა ათწლედის სიმფონიური ორკესტრი და კამერული ორკესტრი საქართველოს სიმფონიეტა.
ფესტივალზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის საქველმოქმედო პროექტები, ტრადიციულად, პატრიარქის თხოვნით, განხორციელდება..
წელს ფესტივალის ფარგლებში მუსიკოსს დათო ევგენიძის საიუბილეო საღამოებიც გაიმართება.
ფესტივალი 17 მაისამდე გაგრძელდება და ამაღლების დღესასწაულზე დასრულდება.
ცირა გურგენიძე