უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
პოლიტიკა
ფილიპ გორდონი: ალიანსსა და რუსეთს ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ 11.05.2012 11:41

შეერთებული შტატები და ნატო ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო ფარზე მუშაობას რუსეთის წუხილის მიუხედავად, მაინც გააგრძელებენ. ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა აშშ-ს სენატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გორდონის თქმით, ამის პარლალურად აშშ და ნატო ზემოხსენებულ საკითხზე რუსეთთან საერთო ენის გამონახვას ეცდებიან. ევროპის ანტი-სარაკეტო სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

“საიდუმლო არ არის, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რაზედაც ალიანსსა და რუსეთს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. რუსეთი აკრიტიკებდა ნატოს ლიბიის სამხედრო ოპერაციის დროს, ჩვენ კი რუსეთს ფუნდამენტალურად არ ვეთანხმებით საქართველოსთან მიმართებაში არსებულ სიტუაციაში”, - განაცხადა გორდონმა.