უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
ფილიპინებზე წყალდიდობის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა 07.08.2012 12:16

ფილიპინებზე ბოლო დღეების განმავლობაში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.

წყალმა სახლები დატბორა, გარდა ამისა, შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობაც, ბევრი სახელმწიფო და კერძო კომპანია იძულებული გახდა, მუშაობა შეეჩერებინა.

მაშველები ათი ათასობით ადამიანის ევაკუაციას ახორციელებენ იმ რაიონებიდან, რომლებიც შესაძლოა სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალოს.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას სამხედრო ძალებიც იღებენ.