უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 თებერვალი, 2020 17:45
font-size

“ფინანსთა მინისტრი გვირჩევს, შევეგუოთ კონტრაბანდას”

ფინანსთა მინისტრი გვირჩევს, შევეგუოთ კონტრაბანდას - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

,,დღეს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას პირდაპირ აღიარა ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდის ზრდა. მეტიც, მან მოგვიწოდა, შევეგუოთ ამ ფაქტს მხოლოდ იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყნებში ფასები უფრო დაბალია. უკვე ნათელია, რომ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისი უწყებების მხრიდან, არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ის ატარებს ფორმალურ ხასიათს. როგორც ჩანს, ამ არალეგალურ ბიზნესში ჩინოვნიკების პირადი ინტერესებიც მაღალია. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში ღიად, დღის შუქზე ბაზრობებზე გასაყიდად გამოტანილი კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობის მასშტაბების ზრდაც.

გარდა ამისა, მსურს, ბატონ მაჭავარიანს შევახსენო, რომ ის არის მინისტრი, რომელიც წელს უპრეცედენტო შიდა ვალს იღებს 1 200 000 000 ლარის ოდენობით და ვალდებულია, საზოგადოებას განუმარტოს ვალის ასეთი ზრდის მასშტაბი, თანაც საარჩევნო წელს.

მან ასევე დიდი დრო დაუთმო გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებზე ტრაბახს, რაშიც, სინამდვილეში, ლომის წილი აქვს არა მაღალ ეკონომიკურ ზრდას, არამედ მაღალ ინფლაციას, რომელმაც 2019 წელს, სამიზნე 3%-ის ნაცვლად 7% შეადგინა და რამაც გააღარიბა ქვეყნის მოსახლეობა’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

იმის თქმა, რომ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა იმალება, არის კლასიკური დემაგოგია - თენგიზ ცერცვაძე

30 მარტი, 2020 , 10:45

ეს არის კლასიკური დემაგოგია, არ შეიძლება, კარგზე ცუდი თქვა, – ასე აფასებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, თითქოს საქართველოში ახალი

საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება - გიორგი გახარია

28 მარტი, 2020 , 15:25

საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემ

თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს - პაატა იმნაძე

28 მარტი, 2020 , 15:25

თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ძ

ამხელა გამოწვევასთან ბრძოლაში, ეს სენსიტიური გარემო უმჯობესია ყველამ გაითვალისწინოს - ქეთევან ციხელაშვილი

27 მარტი, 2020 , 11:16

საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშო სახელმწიფო მ

რა გახდა რამდენიმე ჩარტერის დანიშვნა, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ მიტოვებული სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტში და არ იხვეწებოდნენ ჩამოყვანას - ნინო ბურჯანაძე

26 მარტი, 2020 , 14:55

ვიცი, რომ მთავრობა მუშაობს, მაგრამ ძალიან გაუგრძელდათ მუშაობა, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ემიგრანტების სამშობლოში ჩამოყვანის საკითხს. „ამდენი ხნის განმავლობაში რა გახდა

ნურავინ ცდილობს ეკლესიის საქმეში ჩარევას! - თემურ შაშიაშვილი

26 მარტი, 2020 , 14:16

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს საპატრიარქოს. „უპირველეს ყოვლისა მინდა ეკლესიას ავტოკეფალიის დღე მივულოცო და შევახსენო ყველას, საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელი