უკან

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2018 15:45
font-size

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების მიმდინარეობა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში.

ხაზი გაესვა სექტემბრის დასაწყისში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ახალი 45 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება.

ივანე მაჭავარიანის თქმით, აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ, ხელი შეეწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის მიმდინარეობა, ასევე, ენერგოეფექტურობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.

აღინიშნა სახელმწიფო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმის ფარგლებში მიღწეული წარმატებები და სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების პოზიტიური შედეგები.

ევროკავშირის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობის რეფორმების მტკიცე მხარდაჭერას.

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას - ნიკა გვარამია

22 ოქტომბერი, 2018 , 11:25

„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას“,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში

როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული - გრიგოლ ვაშაძე (ვიდეო)

22 ოქტომბერი, 2018 , 11:25

როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში P.S. განაცხ

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

22 ოქტომბერი, 2018 , 10:45

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის.  გუშინ გამართულ ბრიფინგზე, „ტრადიციონალის

შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დებატებში იწვევს

20 ოქტომბერი, 2018 , 17:35

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კონკურენტს სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დებატებში იწვევს. ნათელაშვილის განცხადებით, ის მზად არის პირისპირ სა

სადაც ვენახი გაქვთ გაშენებული, პლანის პლანტაციები გაშენდება - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ზესტაფონში მოსახლეობას შეხვდა

20 ოქტომბერი, 2018 , 17:10

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას ზესტაფონში შეხვდა. კახა კუკავამ ამომრჩეველს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების პრი

ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანას დარიგების გამო პოლიციამ დააკავა

20 ოქტომბერი, 2018 , 16:40

სამართალდამცველებმა „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე „დედაენის“ ბაღში მარიხუანის დარიგების გამო დააკავეს. ჯაფარიძის განმარტებით, ეს იყო „დაუმორჩილებლობის აქტი“. ახალი პოლიტიკური ცენტრი &b

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`