უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 სექტემბერი, 2018 16:10
font-size

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და გამოთქვა იმედი, რომ მისი ელჩობის პერიოდში საქართველო-გერმანიის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

მხარეებმა ძირითადად ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით ხორციელდება.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ქართულ-გერმანული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და ახალ დონეზე გადასვლას.

ჰუბერტ კნირშმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარეებმა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

14 ივნისი, 2019 , 12:03

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „მედიანიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 13 ივნისს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფ

ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის პარლამენტში ხელმოწერები წარადგინეს

13 ივნისი, 2019 , 13:28

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის პარლამენტში 300 000 ხელმოწერა წარადგინა. ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლიდან ითხოვს. მათი თქმით, ისინი აპირებენ, რომ ყველა კანონიერი გზა

ვიზიტი აშშ-ში აძლიერებს ჩემს ოპტიმიზმს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და გაზრდილი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ - მამუკა ბახტაძე

13 ივნისი, 2019 , 11:53

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკა იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი და მოკავშირე და ბოლო 28 წლის განმავლობაში შემუშავებული დემოკრატიის კურსის შედეგად, დამოუკიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მთავარ ფ

საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი წევრი და ეფექტურად იყოს ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში - მამუკა ბახტაძე

12 ივნისი, 2019 , 20:52

ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში გაბედული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფო ბიუჯეტის 25 პროცენტის გამოსაყოფად განათლებისა და ადამიანური კაპიტალისთვის, რათა მეტი წარმატების საშუალება მივცეთ ჩვენს ხალხს დღევანდელ და სამომავლო ეკონ

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

12 ივნისი, 2019 , 17:27

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მ

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი პოლიტიკური ნება განხორციელდეს ანაკლიის პროექტი და ეს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაშიც აისახა

12 ივნისი, 2019 , 17:00

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის პოლიტიკური ნება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და განხორციელდება კიდევაც. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ნაბიჯები , ამის ნათელი დადასტურება

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!