უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 თებერვალი, 2020 17:20
font-size

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შესახებ, სადაც აღნიშნულია ფინანსთა მინისტრის მიერ კონტიტუციის და რეგლამენტის რეგულარული დარღვევა, რაც მისივე იპიჩმენტის საფუძველია.

2020 წლის 24 თებერვლის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დაიბარა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. ის სხდომაზე არ გამოცხადდა.

კონსტიტუციის მიხედვით „მთავრობის წევრი მოთხოვნის შემთხვევაში − ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.’’ პარლამენტის რეგლამენტი აზუსტებს უზენაესი კანონის დებულებას და განმარტავს, რომ შესაბამისი პირი კომიტეტის უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაშია ვალდებული დაესწროს კომიტეტის სხდომას. ერთადერთი, როცა შესაძლებელია ის არ გამოცხადდეს დათქმულ დროს და შეცვალოს დღე მოწვევის ინიციატორთან შეთანხმებაა. მოცემულ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო საკანონმდებლო ორგანოში. ამ ვალდებულებას არც თავად მინისტრი უარყოფს, თუმცა, მისი აზრით, საკითხს სხვაგვარად უნდა შევხედოთ.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით უგულებელყოფის მიზეზი რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში წარდგომაა. ამასთან, მან წერილიც კი გააგზავნა კომიტეტში, სადაც მიუთითა, რომ ყველა კითხვას „მინისტრის საათის“ ფორმატში გასცემდა პასუხს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ „მინისტრის საათის“ და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დაბარება ურთიერთჩანაცვლებად საზედამხედველო მექანიზმებს არ წარმოადგენს, ისინი სხვადასხვა მიზნებს ემსახურება.

საია მიიჩნევს, რომ ივანე მაჭავარიანმა დაარღვია კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნები. ეს კი, თავის მხრივ, წარმოადგენს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის (50 წევრის) მხარდაჭერა სჭირდება.

საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლისგან უზენაესი კანონის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში , პარლამენტს 76 ხმა სჭირდება მინისტრის გადასაყენებლად. (საქართველოს კონსტიტუცია, 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.)

ხსენებულ მინისტრთან დაკავშირებით დამატებით უნდა ითქვას, რომ მან 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2020 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში ივანე მაჭავარიანს დეპუტატებმა 30 კითხვით მიმართეს, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი მან უპასუხოდ დატოვა, 6-ს დაგვიანებით გასცა პასუხი და მხოლოდ 7 პასუხს მოაწერა ხელი თავად. ეს მაშინ როცა კონსტიტუციის მიხედვით „პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა,“ ხოლო რეგლამენტი ამბობს, რომ პასუხს ხელს აწერს მხოლოდ მთავრობის წევრი. საერთო ჯამში ამ მიმართულებით მან კონსტიტუცია და რეგლამენტი 29-ჯერ დაარღვია. ეს მონაცემი დამატებით აჩვენებს, რომ ფინანსთა მინისტრი პარლამენტის მიმართ სათანადო პატივისცემას განგრძობადაც არ გამოხატავს, რაც აძლიერებს მასზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების არგუმენტებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია უმრავლესობის წევრების განცხადებები, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო შტოს უგულვებელყოფის გამართლებას უნიადაგო არგუმენტებით ცდილობენ და ამით ხელს უწყობენ პარლამენტის გავლენის შემცირებას პოლიტიკურ პროცესებში, - აცხადებენ საია-ში.

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 მარტი, 2024 , 18:15

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკში ამ მიმართულე

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

18 მარტი, 2024 , 14:46

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის

21 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

18 მარტი, 2024 , 13:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

18 მარტი, 2024 , 12:34

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა&ld

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

15 მარტი, 2024 , 15:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15 მარტი, 2024 , 15:41

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განმარტებას აკეთებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი