უკან

ეკონომიკა

10 ოქტომბერი, 2018 15:45
font-size

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს, ჯორჯინა ბეიქერს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და საქართველოს შორის წარმატებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ივანე მაჭავარიანმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების მხარდაჭერისთვის და სამომავლოდ, თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ლარიზაციის პროცესს, რისთვისაც გეგმავს ლარში დაკრედიტების მოცულობის გაძლიერებას.

შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის, ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებზე.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.
ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 იანვარი, 2019 , 17:13

21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0, 0016თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

21 იანვარი, 2019 , 16:20

2019 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6618 შეადგინა.

თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას უწყობს ხელს - გენადი არველაძე

21 იანვარი, 2019 , 14:48

„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს მთავრობი

საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 251 პროცენტით გაიზარდა

21 იანვარი, 2019 , 12:42

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან 2018 წელს სიგარეტის ექსპორტი 251 პროცენტით გაიზარდა და 148 მილიონი დოლარი შეადგინა. საუბარია რეექსპორტზე, ანუ პროდუქციაზე, რომელიც საქართველოში შემოდის და შემდეგ ექსპორტზე გადის. სიგა

ქვემო ქართლის მეწარმეებს გავაცანით შესაძლებლობები, რომელიც მათთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაქვს - გენადი არველაძე

19 იანვარი, 2019 , 15:38

საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მიმდინარეობას შეეხებოდა შეხვედრა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

18 იანვარი, 2019 , 16:29

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`