უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ნოემბერი, 2017 16:00
font-size

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ალენ პიუმ, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში იმყოფება.

შეხვედრაში ასევე დაესწრნენ EBRD-ის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია, რომლის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები სახელმწიფო და კერძო სექტორში, მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა რეფორმების მხარდაჭერის კუთხით, ასევე აღსანიშნავია ბანკის მხრიდან ისეთი სფეროების დაფინანსება როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წყალმომარაგების სისტემები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება, რომლებიც ასახულია საქართველოსთან მიმართებაში EBRD-ის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა საქართველოსა და EBRD-ს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. მე მას მივულოცე ამ თანამდებობაზე დანიშვნა. საქართველოს მთავრობასთან ჩვენ წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება. ჩვენ ასევე ქვეყანას ვეხმარებით რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საქართველო რეფორმების მეორე ტალღის კუთხით ლიდერი ქვეყანაა რეგიონში“, - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ალენ პიუმ.

ამ დროისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს 2,9 მლრდ ევროს 205 პროექტში.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი