უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივნისი, 2018 15:15
font-size

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს, სრჯან დარმანოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გადავიდეს ახალ ეტაპზე.

მამუკა ბახტაძემ სტუმარს გააცნო ქვეყანის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო, მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება რეფორმების გატარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანი წინაპირობაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესების, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს საქართველოში მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნა.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული უვიზო რეჟიმი, ასევე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გამოიკვეთება თანამშრომლობის პერსპექტივა სხვადასხვა სექტორში.

მე ველოდები, საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამედ მთელ ხელისუფლებას - ზაზა სარალიძე

15 ოქტომბერი, 2018 , 17:44

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობის საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია და ამაში მონაწილეობას პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანიც იღებდა.

ვთავაზობ სუბელიანს, თუ ის მზად არის, შეხვედრა ღიად, კამერების თანდასწრებით მოხდეს - ირმა ინაშვილი

15 ოქტომბერი, 2018 , 17:30

მზად ვარ, მირზა სუბელიანს კამერების თანდასწრებით შევხვდე, რათა არავის, არც ერთ ორგანოზე “ჟუჩოკების“ დამაგრება არ დასჭირდეს, - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა. ,,საქართველოს

ერთი სპექტაკლი დაიწყეთ და ჩაგივარდათ, მეორე სპექტაკლიც ჩაგივარდებათ - ირაკლი კობახიძიძე ნიკა მელიას

15 ოქტომბერი, 2018 , 17:30

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმული სპექტაკლი უწოდა. როგორც ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის&ldquo

ნოტარიუსის როლი არ ექნება საქართველოს პარლამენტს ამის გარანტიას გაძლევთ მთელი პასუხისმგებლობით - მამუკა მდინარაძე

15 ოქტომბერი, 2018 , 17:30

საპარლამენტო უმრავლესობა თანახმაა, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება გარკვეულ დეტალებს გამოკვეთს. როგორც დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ პარ

თქვენ ხართ ტყვეობაში აყვანილი სუბელიანისა და ფარცხალაძის მიერ - ნიკა მელია უმრავლესობის წევრებს

15 ოქტომბერი, 2018 , 17:00

გუშინ „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ წევრები დაუცვე

ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობენ იმ ტიპის კრიმინალურ გარიგებებში, რაც დამახასიათებული იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმებისათვის - კახა კუკავა

15 ოქტომბერი, 2018 , 16:25

პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება. „გუშინ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა ერთხელ და სამუდამოდ გაფანტა ვერსია იმის შესახებ, იყო თუ არა ადრე გამოქვეყნებული ჩანაწერები ავთე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`