უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 დეკემბერი, 2017 12:05
font-size

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებს შეხვდა

მაკროეკონომიკური მდგომარეობასა და ფინანსთა სამინისტროში მომავალი წლიდან დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბიზნეს სექტორთან აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. მისი თქმით, 2018 წელს რეფორმების გარდა, იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები, მათ შორის, საბაჟო მიმართულებით, გახდეს უფრო დახვეწილი და თანამედროვე.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირ დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი საქმიანობის სტიმულირებისთვის, რადგან ბიზნესს ექნება დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები და შევთანხმდით, რომ ურთიერთობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„ესაა საჯარო კერძო დიალოგის ძალიან კარგი მაგალითი. შეხვედრაზე განვიხილეთ ბევრი საკითხი, რომელიც აქტუალური იყო კერძო სექტორისთვის, ასევე, მოხდა განბაჟების დროებითი სისტემის, „ATA წიგნაკის“, რომელსაც სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივი თანამშრომლობით ახორციელებენ, პრეზენტაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და იყო ძალიან აქტიური ჩართულობა ასოციაციების მხრიდან,“ - აღნიშნა სავაჭრო- სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა.

პალატის საბჭოს წევრები, ასევე, გაეცნენ ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას.

სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია „ჩირინა“ წარმოებას აფართოვებს

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა. მშენებლობა სახელმწოფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. საერთო ინვესტიცია 6 000 00

ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

16 დეკემბერი, 2017 , 11:50

საპენსიო რეფორმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიისა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 დეკემბერი, 2017 , 09:00

15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5405 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.92 თეთრი შეადგინა.  გაუფ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 დეკემბერი, 2017 , 17:40

15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5405 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.92 თეთრი შეადგინა.  გაუფა

ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო

15 დეკემბერი, 2017 , 17:40

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო.  როგორც საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, 2018 წლის თბილისის ბიუჯე

ტელეკომპანია ,,იბერია “ ბიზნესთან წარმატებული პარტნიორობისთვის დაჯილდოვდა

15 დეკემბერი, 2017 , 17:00

საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინეს 14 ნოემბერს მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბის“ მიერ გამართულ რიგით მე-18 ბიზნეს-რეიტი