უკან

ეკონომიკა

23 იანვარი, 2017 12:45
font-size

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს სესხების ლარიზაციის პროგრამაში ჩართვას ურჩევს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა მოქალაქეებს ურჩევს, დროულად გამოიყენონ სესხების ლარიზაციის პროგრამა. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამას პირველივე დღეს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა.

„პროგრამის პირველივე დღეს იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ ბანკებს პროგრამის პოტენციური მონაწილეების 8 პროცენტამდე მიაკითხა. ამდენად, ვფიქრობ, რომ ასეთი დიდი ინტერესი არ არის გამოწვეული უბრალო ცნობისმოყვარეობით, არამედ ხალხში არსებობს რეალური მოთხოვნა, საბანკო მომსახურებას იმ ვალუტით ეწეოდეს, რომელშიც შემოსავალი აქვს. გალარების პროგრამის მთავარი მიზანიც ხომ ისაა, რომ სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც მისი მართვა შეუძლია. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ ეს შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

გაგუას თქმით, სესხების ლარიზაცია მის მომხმარებელს ეხმარება, რომ მათი ე.წ. განკარგვადი შემოსავალი აღარ იქნება დამოკიდებული კურსთაშორის სხვაობაზე და სესხის მომსახურება იმ ვალუტით შეეძლებათ, რომელშიც აქვთ შემოსავალი.

„ლარში სესხი საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ სავალუტო კურსზე დამოკიდებული და უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ სესხის მომსახურებაზე გასაწევი დანახარჯების პროგნოზირებადობას და ასევე, როდესაც მსესხებელს შემოსავალიცა და სესხიც აქვს ლარში, ეს უფრო ნაკლებხარჯიანია. მას არ უწევს თანხის გადახურდავება სესხის დაფარვის დღეს და ხშირად აღნიშნულ გადახურდავებასთან დაკავშირებული კონვერტაციის საკომისიოების გადახდა. ყოველივე ეს შეიძლება იყოს საკმაოდ არსებითი (1 პროცენტი ან უფრო მეტიც). შესაბამისად, ეს გარემოება პროგრამას დამატებით მიმზიდველობას სძენს“, – აცხადებს გაგუა.
გაგუა აღნიშნავს, რომ ლარიზაციის რეფორმა მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. მოადგილე ამბობს, რომ ამას ამტკიცებს იმ ქვეყნების მაგალითი, ვინც წარმატებულად განახორციელეს დედოლარიზაციის პოლიტიკა.

„ლარიზაციის რეფორმაზე მუშაობისას ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა წარმატებული ქვეყნის მაგალითები, მათ შორის, ცენტრალური ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების რამდენიმე წარმატებული მაგალითი. აღნიშნულ ქვეყნებში დედოლარიზაცია გადაიზარდა სწრაფ და მდგრად ეკონომიკურ მატებაში და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა გაგუამ.

სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა ეხება ფიზიკურ პირზე 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს. მთავრობა უზრუნველყოფს სესხების გალარებას შეღავათიანი კურსით, რომელიც შეადგენს კონვერსიის დღეს არსებულ პუნქტს მინუს 20 თეთრი 1 აშშ დოლარზე. სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ, ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი