უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
რეგიონები
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა მარტვილის მოსახლეობას შეხვდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახელობას მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროგრამების თაობაზე, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს.
ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც კიწიას, დიდი ჭყონისა და კურზუს მოსახლეობას აწუხებს.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პრობლემები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.
მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა.