უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 იანვარი, 2018 12:45
font-size

ფინანსთა სამინისტრო დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს - მამუკა ბახტაძე

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის იწყებს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნას ჭირდება, დაახლოებით, ორი კვარტალი, რომელსაც შემდგომ მოჰყვება იმპლემენტაციის პერიოდი, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, მომდევნო კვირის ორშაბათიდან, იწყება დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ და ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა.

ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, ბიზნესმა მყისიერად იგრძნოს აღნიშნული რეფორმით გამოწვეული უპირატესობა და დადებითი შედეგები.

ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას, აკმაყოფილებენ ყველა ძირითად პარამეტრს და მათ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას 5-დღიან ვადაში.

ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო, სჭირდებათ გარკვეული დრო ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 14-დღიან პერიოდში და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას იმ ოდენობით, რაც მათ ეკუთვნით.

დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, ბიზნესს არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა, ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. უკვე მზადდება ცვლილებები შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული რეფორმის დაწყებას და მოუწოდებს ბიზნესს მომავალი კვირიდან მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

21 თებერვალი, 2018 , 16:00

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს: ,,2018 წლის 21 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წ

ინმეწარმეებისთვის საავანსო გადასახადების პრაქტიკას ვაუქმებთ - მამუკა ბახტაძე

21 თებერვალი, 2018 , 14:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მეწარმეებს საავანსო გადასახადები გაუუქმდებათ.  ბახტაძემ განმარტება გააკეთა მთავრობის საგადასახადო ინიციატივის შესახებ, რომელი

საგადასახადო ცვლილებები 120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება - გიორგი კვირიკაშვილი

21 თებერვალი, 2018 , 11:20

მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, მთავრობის

მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან შეხვედრაზე სახელმწიფო სერვისებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის საკითხები განიხილეს

21 თებერვალი, 2018 , 11:10

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანე

იაპონია ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციით დაინტერესდა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

17 თებერვალი, 2018 , 12:30

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ტარო კონოსთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

16 თებერვალი, 2018 , 15:20

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც მოცემულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განცხადებას

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე