უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 ნოემბერი, 2020 16:20
font-size

ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების თაობაზე მეხუთე რაუნდის ანგარიშს ავრცელებს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრის ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანო, პასუხისმგებელია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის მეშვეობით, მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ფულის გათეთრების (მათ შორის, კონტრაბანდა, გადასახადებისაგან თავის არიდება და სხვა დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია საზღვრის კვეთასთან) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საკუთარი კომპეტენციის გათვალისწინებით, ხელს უწყობს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული პრედიკატული დანაშაულების გამოძიებას ქვეყანაში და აქტიურად მონაწილეობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისა და რისკების შეფასების ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში.

დოკუმენტში საუბარია, ქვეყნის როლზე, განაგრძოს პარალელური ფინანსური გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულის იდენტიფიცირებისა და გამოძიების მიმართულებით.

რეკომენდაციის სახით ანგარიში მიუთითებს, საგამოძიებო სამსახურსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მჭიდრო თანამშრომლობის ჭრილში.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენების ხელშეწყობა, რომლის საფუძველზე ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებულმა გამოძიებამ უკანასკნელ წლებში (2017-2018) ბრალდებულ პირთა სტატისტიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, აღსანიშნავია შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანაზე მკაცრი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. ანგარიშში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც ამ მიმართულებით განხორციელდა Moneyval-ის კომიტეტის მიერ 2012 წლის (მეოთხე რაუნდის) შეფასების შემდეგ. აღნიშნულის საფუძველზე, კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის შეფასება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 32-ე რეკომენდაციასთან მიმართებით, ორი საფეხურით გაუმჯობესდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პარალელური გამოძიების ხელშეწყობასა და ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „FDI გრანტი“ დაამტკიცა

19 ნოემბერი, 2020 , 17:14

თბილისი. მედიანიუსი. 19.11.20. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვეს

იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2020 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინსწარი შედეგების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.0 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2020 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამი

ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის, საქართველოში იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას - 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს - ეკა ყუბუსიძე

18 ნოემბერი, 2020 , 15:15

„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ციფრული ეკონომიკისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის, ევროპის გეგაბიტ საზოგა

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა

16 ნოემბერი, 2020 , 12:45

დაზუსტებული მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. „საქსტატმა“ მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მი

იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 ნოემბერი, 2020 , 12:10

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდი