უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 სექტემბერი, 2017 17:25
font-size

ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს ნახევარი მილიარდი ლარი ასესხა - რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას ფინანსთა სამინისტროს აკისრებს.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა სამინისტრომ 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვები ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე.

უმცირესობის წევრის თქმით, სამინისტრომ ბანკებს ნახევარი მილიარდი ლარი ასესხა, ბანკებმა კი დიდი რაოდენობით დოლარი შეიძინეს.

,,დოლარი დასუსტდა თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში და მისი გლობალური დასუსტების პროცესი მიდის, მათ შორის ჩვენს რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში, სავალუტი ნაკადების ცვლილება კი ქვეყანაში არის დადებითი, როგორც ტურიზმის, ასევე საგარეო ვაჭრობის მხრივ. მაშინ რა ხდება? რატომ დაიწყო ლარმა გაუფასურება? სად არის ძაღლის თავი დამარხული? ძაღლის თავი დამარხული არის ფინანსთა სამინისტროს ეზოში, თანაც ისეა დამარხული, რომ მთელი თავი ძალიან კარგად მოჩანს. ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის საქართველოს მთავრობა. ლარი გააუფასურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ“, - განაცხადა რონა გოცირიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა ,,მავნე ავანტიურისტული მექანიზმი“ დანერგა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ორი თვის წინ.

,,ფინანსთა სამინისტრომ შემოიღო ახალი ინსტრუმენტი და 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვები ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე. თქვენ იცით, რა რაოდენობის ფული მისცა სესხად ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ხაზინამ ე.წ. ახლადშემოღებული სადეპოზიტო აუქციონების მეშვეობით? - ნახევარი მილიარდი ლარი. ორი თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს მიაწოდა 3-თვიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ლარის მთელი მასის 9%-ს. ვინ მოიგონა ეს უგუნური წესი? ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ ბიუჯეტის ნაშთებით დაიწყოს მევახშეობა, ფულის გაპროცენტება? ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობამ უნდა აგოს ამაზე პასუხი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს მუშაობის ტემპი მნიშვნელოვნად აამაღლა - ნათია თურნავა

14 თებერვალი, 2020 , 15:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასულ წელს ძალიან მუშაობის ტემპი ძალიან აამაღლა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა - ნათია თურნავა

14 თებერვალი, 2020 , 14:15

2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური იყო მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებ

„ბიზნესგარემო უარესდება - ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება მკვეთრად იზრდება“

14 თებერვალი, 2020 , 12:05

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 049 010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 70 462

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 %-ით მეტია

14 თებერვალი, 2020 , 11:35

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8741 ლარი გახდა

13 თებერვალი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8686 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

კობა გვენეტაძე აგრო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

13 თებერვალი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ აგრო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ ბანკში უმასპინძლა და მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`