უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ნოემბერი, 2016 17:40
font-size

ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრის თვის შემოსავლებს სულ მცირე 66 მილიონი ლარი წაუმატა - რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აყალბებს.

ამის შესახებ გოცირიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.

,,ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბრის თვეში ბიუჯეტში შემოვიდა 911 მილიონი ლარი - ეს არის ყალბი. ბიუჯეტში არ შემოსულა ამ რაოდენობის თანხა და ფინანსთა სამინისტრომ, მდგომარეობის შესალამაზებლად ბიუჯეტს წაუმატა სულ მცირე, 66 მილიონი ლარი. ეს არის ამ თვის საბიუჯეტო გეგმის სერიოზული ჩავარდნის გამართლების მცდელობა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია კანონი და ოქტომბრის თვეში მან აიღო 91 მილიონი ლარით მეტი შიდა ვალი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია კანონით, ჩვენ დავინახავთ, რომ ფაქტობრივად, ოქტომბრის თვის ბიუჯეტის გეგმა არის კატასტროფულად ჩავარდნილი.

მთავრობა იძულებულია ხარჯები დააფინანსოს ძველი ნაშთებიდან და სწორედ ნაშთების მოცულობის შესალამაზებლად არის ალბათ გაკეთებული ეს გაყალბება. დღეს თითქოს 220 მილიონია აღებული ნაშთებიდან, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ 300 მილიო ლარამდეა აღებული და ზუსტად ეს არის ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ და პროკურატურას მიმართა, რეაგირება მოახდინონ მის განცხადებაზე.

,,მე მინდა ასევე მივმართო ეროვნულ ბანკს, სადაც ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშებია გახსნილი - დღესვე გამოაქვეყნონ ოქტომბრის თვის მონაცემების რეალური მაჩვენებელი და ეროვნულმა ბანკმა ასევე დაგვიდასტუროს, ჩემი დღევანდელი განცხადება შეესაბამება სიმართლეს, თუ არა“, - აღნიშნა გოცირიძემ.

მარი ნამგალაძე

`საინვესტიციო ფონდების შესახებ` კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

5 ივნისი, 2020 , 17:15

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ისრაელის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებასთან თანამშრომლობას აღრმავებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება Lahav თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, რომ Lahav-თან პარტნიორობა საუკეთესო პლატფორმაა ისრაე

დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნულ

მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 16:40

კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 15:55

სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბი

მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა - ნათია თურნავა

4 ივნისი, 2020 , 15:55

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები შედის - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილების პროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!