საზოგადოება


ფინანსთა სამინისტროს დაევალა, ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ის აუცილებლად მიიღოს 30 დეკემბრამდე - გიორგი გახარია
ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომ ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ის აუცილებლად მიიღოს 30 დეკემბრამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იდენტიფიცირება და თითოეულ ბენეფიციარამდე მისვლა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა სახელმწიფოს წინა სოციალური დახმარების საკმაოდ კარგი ბაზა აქვს და დახმარების მიმღებ პირთა იდენტიფიცირების კუთხით ბიზნესის მხარდაჭერის იმედიც აქვს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უფრო მიზნობრივი და განსაზღვრულია მაგალითად ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება კონკრეტული დარგების წარმომადგენლებისთვის, ეს მარტივი არ იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბიზნესთან გუშინდელი შეხვედრისას კომპანიებს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდნენ ამაში. დღეს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ის არის განსაზღვრული, აუცილებლად უნდა მიიღოს 30 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შევასრულებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს
16 იანვარი, 2021 , 15:00

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
16 იანვარი, 2021 , 11:15

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი
15 იანვარი, 2021 , 19:59

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
15 იანვარი, 2021 , 19:35