უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

28 ივლისი, 2017 11:30
font-size

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემები საბიუჯეტო ორგანიზაციებში აქტიურად ინერგება

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარებასა და სერვისების მიწოდებაში.

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (eDocument) 230 საბიუჯეტო ორგანიზაციაშია დანერგილი. ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სისტემით 23 735 მომხმარებელი სარგებლობს. აღნიშნული სამსახურის კიდევ ერთი პროდუქტი - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა (eHRMS) კი დანერგილია 323 ორგანიზაციაში და 1309 მომხმარებელი სარგებლობს.

eDocument და eHRMS სისტემების დანერგვა სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებში დღემდე გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სისტემებით სარგებლობენ ისეთი სახელმწიფო დაწესებულებები, როგორებიცაა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები და მათში შემავალი უწყებები (სსიპ, ააიპ, საქვეუწყებო დაწესებულება) დამოუკიდებელი სსიპ-ები, სასამართლოები, საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციები, მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები, თვითმმართველი ქალაქები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სხვადასხვა უწყებები, ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები და სხვა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა ორგანიზაციების სამსახურებრივი დოკუმენტებისა და დავალებების მართვის ეფექტური ინსტრუმენტია. მისი მიზანია, საქმისწარმოების პროცესების ელექტრონიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს ქაღალდის დოკუმენტის ელექტრონულით ჩანაცვლებას, დავალებებზე სწრაფ წვდომას, დავალების განაწილებისა და შესრულების კონტროლს, ორგანიზაციული პროცესების მუდმივ მონიტორინგს.

ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო დაწესებელებებში დასაქმებული პერსონალის მონაცემთა ერთიან ბაზას. მისი მიზანია, საჯარო სტრუქტურებში ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის ფუნქციის გაძლიერება და განვითარება.

აღნიშნული სისტემების გამოყენებით ხორციელდება ზოგადი მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროის, ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომია, მუშაობის ხარისხის ზრდა, მენეჯმენტის სწორი გადაწყვეტილებების დროული მიღების პროცესის ოპტიმიზაცია, რაც მომხმარებელს ბიზნესპროცესების მარტივად და ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევს.

სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემების სახელმწიფო უწყებებში დანერგვა მომავალშიც გაგრძელდება. -აცხადებენ სამინისტროში.

სწრაფად უნდა დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს - სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპა ნოსტრას ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ამის შესახებ მან ვიდეომასალა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან

ბერძნული ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს

19 აპრილი, 2019 , 15:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ბერძნულ ავიაკომპანია ELLINAIR-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან განახლდება სეზონური რეი

ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ის ქვეყნებში კი, გაიზარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, 2019 წლის იანვარ-მარტში, 196.0 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში იმპორტი 4.7 პროცენტით შემცირდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე), 2019 წლის იანვარ-მარტში, 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაც

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიოს ბანკის ორგანიზებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19 აპრილი, 2019 , 10:27

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს ბაზრის

მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში - გიორგი ქობულია

18 აპრილი, 2019 , 14:15

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019