უკან

სამართალი

19 სექტემბერი, 2018 16:35
font-size

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების 36 ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმე სუბიექტები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესში, დამკვეთი ორგანიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების და გამოცდილების დადასტურების მიზნით, სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს წარადგენდნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 27 მეწარმის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით დაიწყო.

პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სუბიექტებს შორის ადგილი ჰქონდა წინასწარ შეთანხმებას და გარიგებას ტენდერზე წარსადგენ ფასებთან მიმართებაში. აღნიშნულმა ქმედებამ, შემსყიდველი ორგანიზაციების კანონიერი ინტერესის არსებითად დარღვევა გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე პრიმა მუხლით, პასუხისგებაში მიეცა 9 მეწარმე სუბიექტი.

აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა

26 ივნისი, 2019 , 15:15

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა. „25 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურა

ხულოში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

26 ივნისი, 2019 , 11:01

ხულოში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა

გამთენიისას 20 ადამიანის დაკავება იგეგმება

25 ივნისი, 2019 , 23:40

გამთენიისას 20 ადამიანის დაკავება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემა "არჩევანის" წამყვანს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.  დაკავებულთა შორის იქნებიან "ევროპული საქრთველოს" ერთ-ერთი წევრი, გიგი უგულავა და ას

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

25 ივნისი, 2019 , 20:26

ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. „მედიანიუსი“ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „როგორც მოგეხსენება

სასამართლო ხვალ „VTB ბანკის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

25 ივნისი, 2019 , 20:15

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას 2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ფალსიფიცირებული და უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

25 ივნისი, 2019 , 16:05

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, გონიოს დასახლებაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარ