უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 სექტემბერი, 2017 16:30
font-size

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ და საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახური უზრუნველყოფს თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად, ხელფასიდან გარკვეული თანხის მობილიზებას და საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადარიცხვას.

როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს სოლიდარობის ფონდი ნამდვილად მნიშვნელოვან და კეთილ საქმეს აკეთებს. საგამოძიებო სამსახური სიამოვნებით უერთდება საქველმოქმედო პროექტს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ საგამოძიებო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურის თანამშრომლებს ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციაზე სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ აღნიშნა, რომ ფონდმა, დაარსებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყების, 72 ორგანიზაციის, მათ შორის 58 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, 11 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 427 ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის მკურნალობის ხარჯების დაფინანსება დაამტკიცა. მათ შორის 173 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 254 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში, ასევე ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის, საფრანგეთის და აშშ-ს კლინიკებში.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომელიც ათიათასობით მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და ამ შედეგის შენარჩუნებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის მხარდაჭერა.

პრეზენტაციას ესწრებოდა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი, რომელმაც ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფონდმა შეძლო სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები კეთილი საქმის ირგვლივ გაეერთიანებინა, რასაც ნამდვილად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან პროცესში და შეიტანენ საკუთარ წვლილს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობისთვის საჭირო თანხების მობილიზებაში.

რევაზ სოხაძის ინიციატივით კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება

20 თებერვალი, 2019 , 15:40

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციტივით, კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრო რაიონში მდებარე სკვერში 100 ძირი

საქართველოს გენერალური პროკურორი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

20 თებერვალი, 2019 , 15:29

საქართველოს პროკურატურაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძისა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, შალვა თადუმაძემ და დავით ასათიანმა გენერალურ პ

პარკირების საათობრივი გადასახადი, საპილოტე მოდელის სახით, პირველი ივლისიდან ამოქმედდება

20 თებერვალი, 2019 , 14:44

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღ

ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინეს

20 თებერვალი, 2019 , 14:10

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთა

2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იგეგმება 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება სხვადასხვა რეგიონში

20 თებერვალი, 2019 , 14:00

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის ახალი ფუნქცია, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ 2018 წელს შეიძინა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ჩვენ ნაწილში, მშ

უწყებებში, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიზნესთან, უნდა დაინერგოს ან გააძლიერდეს მედიაცია - ირაკლი ლექვინაძე

20 თებერვალი, 2019 , 13:30

„დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კერძო სექტორი სვამს საქართველოს ბიზნეს გარემოსთან მიმართებაში არის დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა. ამ გამოწვევის პასუხია არბიტრაჟის ჩამოყალიბება და მედიაციის, როგორც