უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 სექტემბერი, 2017 16:50
font-size

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეზობელი ქვეყნის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში, შეფერხებებით. რამაც უკანასკნელი საათების განმავლობაში გამოიწვია დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რიგის ფორმირება თურქეთის მხარეს.

შეგახსენებთ, თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი გატე), ერთი გასვლა, მეორე - შემოსვლა.

გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი „LIVE კამერა“: http://rs.ge/6183, აღნიშნული სერვისის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, მათ შორის სგპ სარფში არსებულ ვითარებას.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო გამშვები პუნქტებით რათა თავიდან აიცილოთ გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები.

სოფელ რიყის მოსახლეობამ საძოვრების 50-წლიანი იჯარით გასხვისება გააპროტესტეს

23 თებერვალი, 2018 , 15:20

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მოსახლეობამ სოფლის საძოვრების რუსეთის მოქალაქეზე, მანანა პოტიონკინაზე 50-წლიანი იჯარით გასხვისება გააპროტესტეს. ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათ განაცხადეს, რომ სოფელს საძოვრები აღა

სოფელ რუისპირში ადგილობრივებმა უცხოელ ინვესტორებზე მიწის გასხვისება გააპროტესტეს

23 თებერვალი, 2018 , 14:55

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები 15 ჰექტარი მიწის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდზე“ ლოგო მოხსნეს

22 თებერვალი, 2018 , 17:45

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ ლოგო მოხსნილია. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაწერა.   ლოგოს მოხსნა უკავშირდება სასტუმროს მენეჯმენტის გადაწყვეტილებას რებრენდინგის, ლოგოსა და სახელწოდების

„აჭარა ტექსტილი“ პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour

22 თებერვალი, 2018 , 16:55

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებ

იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს

22 თებერვალი, 2018 , 16:00

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომელიც იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოსახლეობის საქმეებს შეისწავლის. „ყვე

ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური ეგზემპლარი დაიჭირეს

22 თებერვალი, 2018 , 12:45

ჩაქვის აკვატორიაში ქართველი მეთევზეების მიერ თევზის უნიკალური ეგზემპლარი იქნა მოპოვებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოპოვებული ე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე