უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 დეკემბერი, 2020 12:15
font-size

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge.

პირველადი განცხადების წარდგენა განხორციელდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, (იხილეთ შესაბამისი დანართი 1) ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები (იხილეთ შესაბამისი დანართი 2 ).

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ ბიზნეს სუბიექტებს/კომპანიებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, კუთვნილი კომპენსაციების სწრაფად და შეუფერხებლად მიღებისთვის.

აქვე გთავაზობთ იხილოთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე: https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=7

მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება

28 იანვარი, 2021 , 17:57

მედიაჰოლდინგი "იმედი" იყიდება. კომპანია "მედია პროდაქშენ გრუპმა" წილის გასხვისებაზე თანხმობა კომუნიკაციების კომისისგან დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მედიაჰოლდინგში ერთიანდებიან და "მედია პროდაქშენ გრუპი" 100-პროცენტიან წილს

`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება

28 იანვარი, 2021 , 17:35

ტელეკომპანია იმედის მფლობელი კომპანიის, ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის 100%-იანი წილი იყიდება - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის სხდომის დღის წესრიგიდან გახდა ცნობილი. დღის წესრიგში არაა მითითებული თუ ვინ გეგმავს ამ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა

28 იანვარი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2995 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2969 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა

28 იანვარი, 2021 , 17:09

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ვინაიდან კომისიის მიზანი არა მაუწყებ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას ააქტიურებს

28 იანვარი, 2021 , 16:45

მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სახელმწიფო ინსპ

„აზერბაიჯანელებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან თანამედროვე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყეს“

28 იანვარი, 2021 , 15:15

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „აზერბაიჯანელმა ოკუპანტებმა „ქეშიქჩიდაღის“, ასე უწოდებენ ისინი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან თანამედროვე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყ