უკან
ეკონომიკა
27 ივლისი, 2017 16:40
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ესტუმრნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF).
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების ახალი, 3 წლიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში იმყოფებიან სსფ-ის ექსპერტები, რომლებიც შემოსავლების სამსახურში მოგების გადასახადით დაბეგვრის რეფორმასთან დაკავშირებით, სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.
ვიზიტის მიზანია, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა დამუშავებისა და მართვის ინფორმაციული სისტემების გაუმჯობესება და მოგების გადასახადის ადმინისტრირების პროცესის ეფექტური განხორციელება.
მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის თაობაზე, ცვლილება საგადასახადო კოდექსში 2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს.