უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 თებერვალი, 2018 11:00
font-size

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები დღეიდან მეწარმეებთან შეხვედრებს იწყებენ

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ახალი საგადასახადო ინიციატივის მეწარმეებისთვის გაცნობის მიზნით, დღეიდან შეხვედრებს იწყებენ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ერთი კვირის წინა დააანონსეს რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური საგადასახადო ინიციატივა, რომელიც შეეხება 120 000 მეწარმეს.

„ინიციატივის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმების განვითარებას და ხელი შევუწყოთ იმას, რომ მთლიან ეკონომიკაში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჩვენ ვაპირებთ აქტიური გრაფიკით ვიმუშაოთ მცირე და საშუალო მეწარმეებთან, რომ მოვახდინოთ მათი ინფორმირება და მივიღოთ უკუკავშირი, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ აღნიშნული ინიციატივა. ხვალ, 11:00 საათიდან ვიწყებთ ფართო შეხვედრებს და შემდეგ გადავინაცვლებთ რეგიონებშიც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე.

მინისტრმა აქვე ახალი საგადასახადო ინიციატივის ძირითადი პრინციპები კიდევ ერთხელ განმარტა.

„ჩვენ 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადს. დღეს არსებული რეჟიმი ითვალისწინებს 5%-იან გადასახადს ბრუნვიდან და ეს ნიშნული 1%-მდე ჩამოგვყავს. ამასთან, ერთად ვზრდით ჩვენ თანხის მოცულობას 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე. შესაბამისად, ყველა ინდივიდუალური მეწარმე, რომლის შემოსავალი წლიურად არ იქნება 500 000 ლარზე მეტი, შეძლებს, რომ აღნიშნული შეღავათიანი რეჟიმით ისარგებლოს. აქვე მინდა განვმარტო, რომ ეს შეეხება ინდმეწარმეების თითქმის 100%-ს. ამასთან, ერთად მნიშვნელოვნად ვამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას. ჩვენ მეწარმეებს, ფაქტობრივად, გაუუქმდებათ დამატებითი ბუღალტერიის წარმოების ვალდებულება. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საავანსო გადასახადები გაუქმდება. დღეს არსებული პრაქტიკა ითვალისწინებს წინასწარ გადასახადების გადახდას და ჩვენ აქაც მაქსიმალურად შეღავათიან რეჟიმზე გადავდივართ. ჩვენ ამ პრაქტიკას გავაუქმებთ და თვის ბოლოს ექნებათ მეწარმეებს გადასახდელი 1%-იანი გადასახადი“, - განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ხორბლის გადამზიდავთა საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს შეხვდება

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს შეხვდება. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება. აქციის დანარჩენი მონაწილეები გე

საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ - OPIC-ის პრეზიდენტი

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველო ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, - ამის შესახებ OPIC-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`