უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 ნოემბერი, 2017 15:00
font-size

ფინანსთა სამინისტროში რაიმე მასშტაბურ საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ იქნება - მამუკა ბახტაძე

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო იმდენად წარმატებული უწყებაა, რომ ამ ეტაპზე მასშტაბური საკადრო ცვლილება არ განხორციელდება.

ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, მას ქართულ ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაცია ექნება.

მისივე თქმით, არც ერთი საგადასახადო ინიციატივა, თუ რეფორმა ქართულ ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე გატარებული არ იქნება.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან. განსაკუთრებულ პრიორიტეტს მივანიჭებთ საშუალო და მცირე ბიზნესთან ურთიერთობაზე. არც ერთი რეფორმა, ან საგადასახადო ინიციატივა არ იქნება გატარებული ისე, რომ არ მივიღოთ კონსულტაცია ქართული ბიზნესისგან , ჩვენი სხვა პარტინორებისგან.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან დიდი პრიორიტეტი მიენიჭება მართვის ავტორიზირებული სისტემების დანერგვას სამინისტროში. ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული უწყებაში და აუცილებლად ეს მიმართულება გაგრძელდება.

მე ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება, შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბურ საკადრო ცვლილებებზე საუბარი ნამდვილად არ იქნება“,- განმარტა მინისტრობის კანდიდატმა.

საქართველოს რკინიგზაში მისი მუშაობის პერიოდისა და მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, ბახტაძემ განაცხადა, რომ „ყველაზე კარგი ინდიკატრი თუ როგორ ფუნქციონირებს რკინიგზა, არის მისი ფასიანი ქაღალდების ტრენდი ბირჟაზე“.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ბონდები კვოტირებს ლონდონის ბირჟაზე და ის არის საუკეთესო პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოს რკინიგზაში მოქმედებს კორპორატიული მართვა, არსებობს შესაბამისი ბორდები, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის გამჭირვალე კორპორატიულ მმართველობას“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი