უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 თებერვალი, 2020 17:15
font-size

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას ეკონომიკურ-ფინანსური განათლების მიმართულებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით დაგეგმონ და განახორციელონ ინტერაქტიული გაკვეთილები.

პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავდა ტრენინგ-მოდული, დამხმარე სასწავლო მასალა მასწავლებლებისთვის, განხორციელდა ტრენერთა ტრენინგი, რომელიც, თავის მხრივ, მარტის თვეში 300-მდე, ხოლო წლის ბოლომდე სამოქალაქო განათლების 600-მდე პედაგოგის გადამზადებას ითვალისწინებს.

მასწავლებელთა ტრენინგების შესახებ ინფორმაცია, როგორც განათლების სამინისტროს, ისე სამოქალაქო პედაგოგთა ფორუმის მიერ გავრცელდა და მასზე დარეგისტრირება შესაძლებელი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პედაგოგისთვის, რომელიც საგანს "მოქალაქეობა" ასწავლის. 22-23 თებერვალს მასწავლებელთა პირველი ტრენინგი თბილისში გაიმართა. მომდევნო ტრენინგები კი ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018 წელს დამტკიცდა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის აქტიური ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ფინანსურ-ეკონომიკური განათლების საკითხები საბაზო საფეხურზე, საგანში "მოქალაქეობა" გაერთიანდა. ახალი გეგმის მიხედვით, სწავლება 2019-2020 სასწავლო წელს პირველად მე-7 კლასებში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, საბაზო საფეხურის ზედა კლასებშიც გაგრძელდება. უშუალოდ ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას მოსწავლეები მიმდინარე წლის აპრილ-მაისიდან შეძლებენ.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის განკუთვნილი დამხმარე სასწავლო მასალა მე-7 კლასის წლიურ პროგრამაში მოცემულ ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხს ფარავს, ასევე, მოიცავს ჯგუფურ სამუშაოებს, საკლასო აქტივობებსა თუ სხვა დავალებებს, რომლებიც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოსა და ინტერაქტიულს გახდის. აღნიშნული მასალის ელექტრონული ვერსია ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც აიტვირთება და მის გამოყენებას ყველა დაინტერესებული მასწავლებელი უფასოდ შეძლებს.

"ბავშვები და ახალგაზრდები ფინანსური განათლების ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკი არაერთ აქტივობას ახორციელებს. თუ დღემდე ეს აქტივობები, ძირითადად, არაფორმალური განათლების გზით ხორციელდებოდა, წელს პირველად, მოსწავლეები ამ საკითხებს უკვე სკოლაშიც შეისწავლიან. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური განათლების საკითხების ირგვლივ მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და მათი შესაძლებლობების გაზრდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო გერმანული შემნახველი ბანკების ფონდს, რომელიც უკვე მრავალი წელია ეროვნული ბანკის პარტნიორია, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს, ვისი აქტიური ჩართულობითაც მოხდა მასწავლებლების მობილიზება და მათთვის ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების შესახებ საჭირო ინფორმაციის გადაცემა", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
NS

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი