უკან

ეკონომიკა

13 აპრილი, 2018 12:55
font-size

`ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში` ახალი ცვლილებები ამოქმედდება

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ფინანსური მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას.

როგორც ეროვნულ ბაკში აცხადებენ, ამ მიზნით მომზადდა ცვლილებები "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში", რომელთა გათვალისწინებაც ფინანსურ ორგანიზაციებს 2018 წლის 14 მაისიდან მოუწევევთ.

სებ-ის ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდა მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნები სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებისას. კერძოდ, ფინანსურ ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას მას მიაწოდოს ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ.

,,აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება, მათ შორის, ისეთი დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით პროდუქტის შეთავაზებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ინტერნეტ-ბანკი, გადახდის თვითმომსახურების კიოსკები და ბანკომატები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა.შ. მაგალითისათვის, თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, რომ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, ამგვარი ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ შეთავაზებაში პროდუქტის ფასის განმსაზღვრელ ნებისმიერ პარამეტრს მიუთითებდნენ.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით ხელშეკრულებების დადების წესი, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და შეთავაზების პირობების წინასწარ მიწოდებასა და ამ ინფორმაციის შემდგომ ხელმისაწვდომობას, ასევე მომხმარებელთან ზეპირი კომუნიკაციის სტანდარტებს. ზემოაღნიშნული ცვლილება შესაბამისობაშია "მომხმარებლის ფინანსური მომსახურების დისტანციური მარკეტინგის" შესახებ ევროდირექტივის მოთხოვნებთან.

გარდა ამისა, განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულება უზრუნველყოს სესხების გამჭვირვალედ ამორტიზაცია, რაც გულისხმობს დარიცხული პროცენტის დაანგარიშებისას ყოველდღიური დარიცხვის პრინციპის გამოყენებას. ასევე, დაზუსტდა ხელშეკრულების ფორმების ნიმუშები მათი შინაარსის უფრო ცხადად გამოხატვისა და მომხმარებლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით.

დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4141653.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მექანიზმების გაძლიერებისა და ფინანსური ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნების ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები ერთ თვეში 1.4 მლრდ ლარით გაიზარდა

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: 2018 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 1

ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი სექტემბრისათვის 21.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა ერთ თვეშუ 965.0 მლნ ლარით გაიზარდა

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის აგვისტოში წინა თ

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის - ეკატერინე მიქაბაძე

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში 162 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ინიციატივით გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რო

Global Finance-მა კობა გვენეტაძე 2018 წლის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს შორის დაასახელა

25 სექტემბერი, 2018 , 13:05

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციი

საქართველო უნდა გახდეს ენერგობაზრისა და ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონული ჰაბი - ნათია თურნავა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

ენერგეტიკის დარგში არსებული კანონმდებლობის რევიზიისა და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`