უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2020 14:20
font-size

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში შეფასებულია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა და რისკები და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს. გარდა ამისა, ანგარიშში ვრცლადაა წარმოდგენილი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ღონისძიებები.

„ფინანსური სტაბილურობის ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ფინანსური სისტემა COVID-19 პანდემიით გამოწვეულ შოკს მომზადებული შეხვდა და მდგრადობას ინარჩუნებს. COVID-19-ის პანდემიის გავლენით მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური აქტივობა და გაიზარდა ფინანსური სტაბილურობის რისკები მთელ მსოფლიოში. თუმცა წინა პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ, ბანკებს საშუალება მისცა სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერები დაეგროვებინათ. ამასთან, კრიზისამდელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა შინამეურნეობების ჭარბვალიანობისა და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომები გაატარა.

აღნიშნულმა კი, ხელი შეუწყო არაფინანსურ სექტორში არსებული მოწყვლადობის შემცირებას და გაზარდა ფინანსური სისტემის მდგრადობა შოკების მიმართ. გარდა ამისა, გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა (LCR) და წმინდა სტაბილური დაფინანსების (NSFR) კოეფიციენტების დაწესებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზრის ლიკვიდობის უზრუნველყოფასა და ბანკების დაფინანსების წყაროების სტაბილურობას შეუწყო ხელი. შედეგად, ქვეყნის ფინანსური სექტორი ჯანსაღია და COVID-19-ის შედეგად გამოწვეული შოკების მიტიგაციისთვის კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები აქვს დაგროვებული. დამატებით, ფინანსური შუამავლობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის, პანდემიის პირველივე თვეებში სებ-მა ლიკვიდობის ახალი ინსტრუმენტები აამოქმედა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მდგრადია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორიც, რომელსაც, ასევე, პრუდენციული მოთხოვნები დაუწესდა. პანდემიის შედეგად მოსალოდნელია უმოქმედო სესხების წილის ზრდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა წინმსწრებად შექმნეს რეზერვები შესაძლო დანაკარგებისთვის და მოსალოდნელია, რომ ჯანსაღი საოპერაციო მომგებიანობა ამ ზარალს მნიშვნელოვანწილად გადაფარავს. შესაბამისად, ფინანსურ სექტორს საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, COVID-19 პანდემიამ და მისი სწრაფად გავრცელების შესაზღუდად გატარებულმა აუცილებელმა ღონისძიებებმა შინამეურნეობებისა და არაფინანსური კომპანიების მოწყვლადობა გაზარდა, რაც ფინანსურ სექტორზეც უარყოფითად აისახა. თუმცა ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები COVID-19-ის გავლენას მნიშვნელოვნად არბილებს. პანდემიით გამოწვეულმა შოკმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკონომიკური აქტივობა, რამაც სამუშაო ადგილების შემცირება და შემოსავლების კლება გამოიწვია. აღნიშნულმა კი, შინამეურნეობებსა და კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები შეუქმნა. ამ კუთხით, კრიტიკული იყო კრედიტორების მიერ შეთავაზებული სესხების გადავადების პროგრამები, რომლებმაც დროებით გადახდისუუნარო მსესხებლებს ფინანსური მდგომარეობა შეუმსუბუქა.

რეალური ეკონომიკის დაკრედიტების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის არსებული ბუფერების გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. ამასთან, სისტემის ლიკვიდური სახსრებით უზრუნველსაყოფად, ეროვნულმა ბანკმა სვოპ ოპერაციები აამოქმედა. ასევე, ამოქმედდა ლიკვიდობის ინსტრუმენტი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციულ პოლიტიკას მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებიც უწყობს ხელს, რომლებიც ეკონომიკის ზრდისა და პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის წინა განცხადებაში იყო აღნიშნული, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნას არ გაზრდის.

„2020 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 12% შეადგინა. ვალუტების ჭრილში ბოლო ორი წლის განმავლობაში უცხოური ვალუტის სესხებში ევროში გაცემული სესხების წილის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც, ერთი მხრივ, დივერსიფიკაციის გზით, სისტემის დონეზე სავალუტო რისკს გარკვეულწილად ამცირებს, თუმცა, მეორე მხრივ, საყურადღებო ტენდენციას წარმოადგენს ევროს მიმართ მოწყვლადობის ზრდის გამო. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. გაზრდილი გეპი ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს, განსაკუთრებით კორპორატიულ სექტორში. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საწყის ეტაპზე საკრედიტო აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა, თუმცა ბოლო თვეებში კვლავ გაიზარდა და, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 5%-10%-ის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, მიმდინარე წელს კონტრციკლური ბუფერის, ან მიმდინარე წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების გაზრდის საჭიროება არ დადგება. სამომავლოდ, კაპიტალის ბუფერების თავიდან დაგროვებისთვის კი, საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სესხები მოიცავს ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, კომპანიების მიერ ადგილობრივად გამოშვებულ ობლიგაციებს.

სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის საწყის პერიოდთან შედარებით, დღეს შოკის მასშტაბები უკეთესად შეგვიძლია შევაფასოთ და მისი შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. თუმცა კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2020 წლის 25 ნოემბერს გაიმართება.

NS

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი