უკან

კონფლიქტის ზონა

12 ნოემბერი, 2018 17:45
font-size

ფინეთი გმობს სოფელ ატოცში ხელოვნური ბარიერების აღმართვას

„წელს აღინიშნება რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ფინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვხატო ფინეთის სოლიდარობა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ვგმობთ ბოლო პერიოდში ქარელის რაიონში მიმდინარე ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესს, ისევე როგორც მსგავსი სახის გამოვლინებებს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე“ - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტინო სიონმა, ჰელსინკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობას ადგილზე და ამ მხრივ ფინეთის ჩართულობას. მისი განცხადებით, საქართველოს პრობლემატიკა აქტიურად დგას ვეროკავშირის დღის წესრიგში და ევროკავშირი ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანოს მხარდაჭერაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავზე გამოხატული ღია მხარდაჭერა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა ფინეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელიც მისი განცხადებით ერთადერთი საერთაშორისო მისაა ადგილზე და მნიშვნელოვანი როლი აკისრია შემდგომი ესკალაციის პრევენციისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკას და ისაუბრა ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რაც მიზანდ ისახავს საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის იმ სარგებლისა და პროგრესის გაზიარებას, რაც საქართველოს ევროინტგერაციის პროცესმა მოუტანა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი