უკან

პოლიტიკა

21 ოქტომბერი, 2017 12:00
font-size

ფიქსირდება ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორციელება - საია

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფრომაციით, 10 საათისთვის დაფიქსირდა რამდენიმე კანონდარღვევა, რაზეც საიას დამკვირვებლებმა 6 საჩივარი და 9 შენიშნვნა დაწერეს.

საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ძირითადი დარღვევები თბილისში ფიქსირდება და ეხება ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორციელებას.

„თუმცა, ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, ასევე ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი შემთხვევა (ძირითადად თბილისში).

კერძოდ, ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და თავიანთ ბლოკნოტებში ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუდოდ, მათ ვინაობასა და ამომრჩევლის სიაში რიგით ნომერს.

აღნიშნული ფაქტები ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც საიას კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდეს , რომ იგეგმებოდა მსგავსი ფორმით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი.

ამ დროისთვის მგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა შემდეგ უბნებზე: დიდუბის #6 , ნაძალადევის #61, #70, #13, მთაწმინდის #4 უბანზე, კრწანისის #19, დიდუბის #35 და #36 უბნებზე. ჩვენი დამკვირვებლები ასეთ შემთხვევაში აძლევენ შენიშვნას შესაბამის პირებს. რიგ შემთხვევებში ეს პრობლემა შეჩერდა, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ როგორც შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, ასევე ზემდგომ კომისიებს, რომ ძალიან მკაცრად გააკონტროლონ მსგავსი ფაქტები და მსგავს შემთხვევაში მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

გასულ წლებში საია მუდმივად საუბრობდა მსგავს პრობლემებზე, რომლებიც განსხვავებული ფორმით ხორციელდებოდა. კერძოდ, ე.წ. პარტიული კოორდინატორები სიებით ხელში მუდმივად იდგნენ უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე და იქ აღრიცხავდნენ მისულ ამომრჩევლებს. შემდეგ ხორციელდებოდა ზარები ამომრჩეველთან, რომ ის ადამიანი, ვინც ჯერ არ იყო გამოცხადებული და არ ჰქონდა ხმა მიცემული, მისულიყო და დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე კონსტროლის განხორციელებას. ამომრჩეველს აქვს უფლება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა ან დარჩეს სახლში. ესაა უფლება, რომელიც არის გარანტირებული, შესაბამისად, არავის არ აქვს უფლება, აკონტროლოს ამომრჩეველი და ხმის მიცემა აიძულოს ზოგადად თუ კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ“, -თქვა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება სხვა დარღვევებს:

დაფიქსირდა არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა, ამომრჩეველმა მართვის მოწმობით მისცა ხმა. ეს მოხდა ნაძალადევის #19 უბანზე.

უბანი დაგვიანებით გაიხსნა ნაძალადების #49 უბანზე, ბათუმის #38 უბანზე, გორის #90 უბანზე.

ასევე საიას დამკვირვებლები არ შეუშვეს გლდანის #113-ე უბანზე (სპეც უბანი) , და ხელვაჩაურის #16-ე უბანზე , თუმცა შემდგომ ეს პრობლემა აღმოიფხვრა.

წილისყრის პროცედურები დაირღვა ნაძალადევის #14 უბანზე. გადასატანი ყუთის წილისყრაში უარი განაცხადეს „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიებში დანიშნულმა წევრებმა.

ნაძალადევის #4 უბანზე წილისყრის შემდეგ მოხდა პოზიციების თვითნებურად გადაცვლა კომისიის წევრებს შორის.

მთაწმინდის #19 უბანზე გამოცხადდა 3 ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა, რომ მათი ოჯახის წევრები არ იყვნენ შეტანილი იმ პირთა სიაში, რომლებიც ავადმყოფობის გამო საარჩევნო უბნებზე ვერ გამოცხადდებოდნენ და გადასატან საარჩევნო ყუთით სარგებლობა სჭირდებოდათ.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა

18 აპრილი, 2024 , 12:41

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი, 2024 , 11:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი