უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2018 10:40
font-size

ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარს ისე დავარეგულირებთ, რომ კონკურენცია იყოს მაქსიმალური, ფასებმა დაიწიოს და ხარისხმა აიწიოს - კახა ბექაური

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მსხვილმა საერთაშორისო კომპანია "იტალ ტელეკომმა" ქართული მსხვილი კომპანიისგან ძალიან კარგი შეთავაზება მიიღო. ბექაურის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე შემოსვლა გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიების ათეულში შემავალ კომპანიებს სურთ, რაც კონკურენციას გაზრდის და ფასებს დაწევს.

„თანდათან ჩვენ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარს დავარეგულირებთ ისე, რომ კონკურენცია იყოს მაქსიმალური, ფასებმა დაიწიოს და ხარისხმა აიწიოს თანდათან, სწრაფ ტემპებში,” - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურმა ჟურნალისტების კითხვაზე, ქართული კომპანიების მხრიდან ხომ არ ყოფილა ხელოვნური ხელშეშლა გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიებისთვის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და რომ ამას კომისია არ დაუშვებს.

"მე როგორც ვიცი, მოლაპარაკებებს ადგილობრივი სამივე მსხვილი კომპანია აწარმოებს და ერთ-ერთისგან ძალიან კარგი შეთავაზება აქვს "იტალ ტელეკომს". თუ რაიმე პრობლემა იქნება, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას იტყვის".- განაცხადა ბექაურმა.

vali.ge-ს ერთიან ბაზას სს „კრედო ბანკის“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და შპს „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ესენია: სს „კრედ

საქართველოში 10 თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

“ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა - ათ თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლე

რუსთაველის გამზირი თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 გადაიკეტება

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გად

თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში - მიხეილ ბატიაშვილი

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა მათი დიდი დამსახურებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, წარმატე

ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძე

ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან

15 დეკემბერი, 2018 , 12:35

ჯივიპის გადაწყვეტილებით სემეკის მიერ ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`