უკან

საზოგადოება

5 ივნისი, 2020 12:30
font-size

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები, მარტი-მაისის პერიოდში, გადასახადის სახით თითოეულ ობიექტზე თვეში მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდიან

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები მარტი-მაისის პერიოდში გადასახადის სახით თითოეულ ობიექტზე თვეში მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდიან, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებისთვის და ხელს შეუწყობს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე შეძლონ საქმიანობის აღდგენა.

„მორიგი შეღავათი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს - ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უმცირდებათ გადასახადის მოცულობა და მარტი-მაისის პერიოდში გადასახადის სახით თითოეულ ობიექტზე თვეში მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, გადამხდელთა ნაწილმა საგადასახადო ორგანოს არ მიმართა შესაბამისი განცხადებით. ამის გამო, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს უწევდათ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებზეც შესაბამისი გადასახადის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდებში მათ ეკონომიკური საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდათ. იმისთვის, რომ აღნიშნულ გადამხდელებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შეექმნათ დამატებითი პრობლემები გადახდასთან დაკავშირებით, ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული #6 დანართში და ფიქსირებული გადასახადის განაკვეთად თითოეული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განისაზღვრა, ერთი ლარი 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებში,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კოჯორში გეგმური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

5 ივლისი, 2020 , 11:28

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების „ისარი 2020“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ივლისი, 2020 , 11:07

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანა

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე