უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 დეკემბერი, 2019 17:05
font-size

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - ივანე მაჭავარიანი

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ნარჩუნდება მშპ-ს 2,5-2,7 პროცენტის ფარგლებში. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ეფუძნება ფისკალური წესების განახლებულ ჩარჩოს, რომელიც მომზადდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად.

„2019 წელს, განახლებული წესების მიხედვით, უცვლელი დარჩა, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მთავრობის ვალის 60%-იანი და ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი ზღვარი. ამ პარამეტრების ფარგლებში, მთლიანად მოექცა როგორც ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ოპერაციები, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო დეფიციტები და ვალდებულებები. ასევე, მთავრობის ვალის განსაზღვრაში მოექცა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში არსებული ვალდებულებებიც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან, მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საწარმოების კლასიფიკაციაზე, რომლის შემდგომაც საწარმოები დაიყოფა 2 კატეგორიად: სახელმწიფო კორპორაციებად, ანუ კომერციულად მომგებიან საწარმოებად, რომლებიც არც პირდაპირ და არც ირიბად დაკავშირებული არ არიან ბიუჯეტთან, და სამთავრობო საწარმოებად, რომელთა ფუნქციონირება გარკვეულწილად დაკავშირებულია ცენტრალურ ან მუნიციპალურ ბიუჯეტებთან.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი საწარმოების საბიუჯეტო ოპერაციები შემდგომში აისახება როგორც მთავრობის ვალის, ისე ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრებში.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი