უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
„Fitch Ratings“-ის მონაცემებით ”პროკრედიტ ბანკი” საქართველოში კვლავ ყველაზე მაღალი რეიტინგით ფასდება 25.06.2012 17:54

2012 წლის 21 ივნისს, საერთაშორისო რეიტინგების სააგენტომ „Fიტცჰ ღატინგს” „პროკრედიტ ბანკი საქარველოს“ „BB“ რეიტინგი (სტაბილური პერსპექტივა) უცვლელი დატოვა, ხოლო მდგრადობის რეიტინგი “B+” -დან B “BB-“ -მდე გაზარდა.

“პროკრედიტ ბანკს” საქართველოში საუკეთესო და ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგი აქვს.

“პროკრედიტ ბანკი საქართველოს” რეიტინგებია: გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის IDR (ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი” დარჩა BB დონეზე, სტაბილური პერსპექტივა;მოკლევადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტა IDR დარჩა “B“ დონეზე; დამხმარე რეიტინგი კვლავ “3”;მდგრადობის რეიტინგი “B+“დან “BB-“ -მდე გაიზარდა “პროკრედიტ ბანკის” გრძელვადიანი უცხოური ვალუტის IDR (ემიტენტის დეფოლტის რეიტინგის) 'BB' რეიტინგის მინიჭება განპირობებულია გერმანიაში მდებარე მისი სტრატეგიული პარტნიორის “პროკრედიტ ჰოლდინგ აგ”-ის მხარდაჭერით (“BBB“/სტაბილური; 100% წილი “პროკრედიტ ბანკი საქართველოში”). თუმცა, ბანკის რეიტინგი შეზღუდულია საქართველოს ზღვრული 'BB' რეიტინგით.

სააგენტო Fitch-ის აზრით, “პროკრედიტ ჰოლდინგს” აქვს სათანადო რესურსები და შესაძლებლობა “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” მხარდასჭერად, მაგრამ საქართველოში ვალუტის გადარიცხვასა და კონვერტირებასთან დაკავშირებული რისკის გამო აღნიშნული მხარდაჭერა რეიტინგებში არ არის სრულად ასახული.

“პროკრედიტ ბანკის” გრძელვადიანი IDR (ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი) სავარაუდოდ დამოკიდებული იქნება ქვეყნის ზღვრულ რეიტინგზე.

სააგენტო “Fitch Ratings”: “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” “BB” რეიტინგის უცვლელად დატოვება განპირობებულია მისი კარგი მენეჯმენტით, კრედიტების ხელმისაწვდომობითა და კრიზისის დროს მყარი ფინანსური მაჩვენებლებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ბანკს აქვს ძლიერი ნიშა მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში და საკმაოდ სოლიდური შიდა სადეპოზიტო ბაზა.

მაია მერედოვა, “პროკრედიტ ბანკის” დირექტორი: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია “Fიტცჰ ღაიტინგ”-ის შეფასება. ის ფაქტი, რომ “პროკრედიტ ბანკს” სხვა ქართულ ბანკებთან შედარებით საუკეთესო და უმაღლესი რეიტინგი აქვს ნათლად აჩვენებს, რომ ბანკის განვითარება და ფინანსური შედეგები ძლიერი და სტაბილურია”.

ცნობისთვის: პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).

პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fიტცჰ ღატინგს მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

2012 წლის აპრილის მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 994,9 მლნ ლარი (611,9 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. დღესდღეობით “პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” მომსახურებით 348,000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს.