უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 13:34
font-size

ფონდ „იავნანას“ საქმიანობა დანაშაულის ნიშნებს შეიცვას, მივმართავთ პროკურატურას რომ დაინტერესდეს საკითხით - ანდრია გვიდიანი

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა“ ასოციაციის პრეზიდენტის ანდრია გვიდიანის შეფასებით, ფონდ „იავნანას“ და მისი დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის საქმიანობა დანაშაულის ნიშნებს შეიცვას.

როგორც გვიდიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ორგანიზაცია აპირებს მიმართოს პროკურატურას, რომ უწყება ფონდ „იავნანას“ საქმიანობით დაინტერესდეს.

“ფონდ “იავნანას” და პაატა ბურჭულაძის საქმიანობა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, რათა დაინტერესდეს ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ საქმიანობით. ეჭვებს იწვევს ის, რომ პაატა ბურჭულაძეს საკუთარ თავზე აქვს ბევრი ფინანსები ხელფასის სახით გაცემული, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე შესაწირი ყუთებიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა არის ბუნდოვანი. დაფიქსირებულია ერთი მილიონი ლარი, რაც არაადეკვატურია, გახარჯულია თანხები ბურჭულაძის ოჯახის დასვენებისთვის და მათ ვოიაჟებზე. ამიტომ გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს ყველა კითხვას.

“ფონდ “იავნანას საქმიანობის დასკვნები ჩემთვის ხელმისაწვდომი არაა. ეს საკითხი უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე რეგულირებული. ფონდის ხელმძღვანელის მხრიდან ფონდის თანხების ხარჯვა არის ამორალური. საქველმოქმედო ფონდებს აქვთ ვალდებულება გამოაქვეყნონ აუდიტორული დასკვნები, რომელიც დაკავშირებულია ასევე იმაზე, თუ რომელი აუდიტორული კომპანია ატარებს დასკვნებს. ბურჭულაძის შემთხვევაში აუდიტორული დასკვნები გაურკვეველი ორგანიზაციებისგან არის გაკეთებული,”- აღნიშნა გვიდიანმა.

“ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც “POSTTV”- ის მიერ ჩატარდა პაატა ბურჭულაძის საქმიანობის შესახებ აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”,-ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა” ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა” ასოციაციის პრეზიდენტი პროკურატურას ფონდ “იავნანას” საქმიანობის შესწავლას სთხოვს.

მონიკა დავლიანიძე

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი