უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

26 მარტი, 2020 14:00
font-size

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის” გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა,- ამის შესახებ „მედიანიუსს” პოლიტიკური გაერთიანებიდან “ლელო საქართველოსთვის” აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გალის საავადმყოფოსთვის შეძენილი იქნა : პილსოქსიმეტრები, 50 ყუთი ნიტრილის ხელთათმანი, 500 ცალი თეთრეულის ნაკრები საავადმყოფოსთვის, 400 ცალი სამედიცინო ხალათი, 28 ყუთი ლატექსის ხელთათმანი. "მოძრაობა მომავლისთვის" განხორციელებული სამედიცინო ინვენტარის გადაგზავნა, პირველი სოციალური კამპანია იყო, რომელიც განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ტვირთი, რომელიც გაიგზავნა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საჭიროებისამებრ მოხმარდება. სამედიცინო ინვენტარის გადანაწილების პროცესს ადგილობრივი ექიმები გააკონტროლებენ.

საჭირო ინვენტარის შესაძენად ფონდში მნიშვნელოვანი შემოწირულობა შეიტანა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ოჯახმა.

„ეს არის პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გალის კლინიკაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება ამ რთულ ვითარებაში. იქ არის უმძიმესი მდგომარეობა და ძალიან მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები. მადლობა ყველა ბიზნესს და ადამიანს ვინც ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს. განსაკუთრებული მადლობა მამუკა ხაზარაძეს და მის ოჯახს ვინც პირველი მნიშვნელოვანი შემოწირულობა გააკეთა მოძრაობის ფონდში და დაეხმარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ადამიანებს ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ" - განაცხადა "მომოს" დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა.

„გალში ცხოვრობს, 40 000-დან 55 000-მდე საქართველოს მოქალაქე. ეს ხალხი ორჯერაა სახლიდან გამოყრილი და დღემდე მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან...

ჩვენამდე მუდმივად მოდიოდა ინფორმაცია, რომ გალის საავადმყოფოები კორონავირუსთან საბრძოლველად არ არიან მზად. ადგილზე არ აქვთ - პირბადეები, ხელთათმანები, სადიზენფექციო საშუალებები და ა.შ.

მამუკა ხაზარაძის შემოწირულობით და კიდევ რამოდენიმე ადამიანის დახმარებით, ჩვენ, დღეს ერთი მიკროავტობუსი, შესაბამისი ტვირთით, შევაგზავნეთ გალში. მადლობა მამუკას მხარდაჭერისთვის!

ამასთანავე - აფხაზეთი სრულიად მოუმზადებელი ხვდება მოახლოებულ გასაჭირს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და იმედი მაქვს მალე, ამგვარ ტვირთს ისევ გავაგზავნით გალშიც და ამჯერად სოხუმშიც!"- განაცხადა კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა.

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

24 ნოემბერი, 2023 , 14:31

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი