უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
„Ford“ ნახევარ მილიონამდე კროსოვერ „Escape“–ს უკან გამოიხმობს 29.07.2012 14:39

კომპანია „Ford“ თითქმის ნახევარ მილიონ კროსოვერ „Escape“–ს უკან გამოიხმობს. ლაპარაკია 2001–2004 სამოდელო წლების 484 000 კროსოვერზე, რომელთა გამოწვევაც ტექნიკური ხარვეზის გამო იგეგმება.

სავარაუდოდ, მიმდინარე წელს აშშ–ის არიზონას შტატში 17 წლის მძღოლის დაღუპვა და კიდევ 68 სხვა ავარია, რომელთა დროსაც 9 ადამიანი დაშავდა, სწორედ ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. კომპანია აშშ–დან 423 634, კანადიდან 35 000, მექსიკიდან 19 000, ევროპიდან 4 500, ხოლო სხვა ქვეყნებიდან 4 300 ავტომანქანას გამოიწვევს.

აქამდე „ფორდმა“ 2013 სამოდელო წლის 11 500 კროსოვერი „Escape? გამოიწვია, რისი მიზეზიც ძრავის შესაძლო აალების რისკი გახდა.