საზოგადოება


„ფორსაჟის“ გადაღების გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება
ცნობილი ჰოლივუდური ფილმის, „ფორსაჟის“ გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მონაკვეთს მოიცავს. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.
ამ პერიოდში პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს. ხოლო, ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით.
გარდა ამისა, მიცკევიჩისა და იონა ვაკელის ქუჩების გავლით მოძრავი ავტობუსი N47 და N171 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „დელისთან“ ცინცაძის, ვლადიმერ და არჩილ ასათიანებისა და თამარაშვილის ქუჩების მეშვეობით მოხვდებიან.
24 აგვისტოდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა კვლავ რესპუბლიკური საავადმყოფოდან მეტროსადგურ „დელისის“ მონაკვეთზე გავრცელდება.
მერიის ცნობით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 27 აგვისტოს 18:00 საათიდან აღდგება.

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00