უკან

სამართალი

21 ივლისი, 2018 12:00
font-size

ფოთი რეგიონული თეატრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

დღეიდან , ფოთი რეგიონული თეატრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. იმის გამო, რომ ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება. წარმოდგენები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე და ქალაქგარეთ ჩატარდება.

თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას თქმით, ღონისძიების ფარგლებში უკრაინის, ირანის, ინგლისის, პოლონეთისა და საქართველოს რეგიონული თეატრების 16 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

„ თეატრის ავარიული შენობის გამო, იძულებული გავხდით, სპექტაკლების მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ლოკაცია შეგვერჩია. ბევრი სპექტაკლის ჩამოტანაზე უარი ვთქვით, რადგან შესაბამისი ინტერიერი არ არის. ასევე გვექნება გასვლა ქუთაისში, ბათუში, ოზურგეთში, ურეკში. ფესტივალი წელს იმითაც იქნება გამორჩეული, რომ უცხოელი სპეციალისტები მსახიობებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ“, -განაცხადა თენგიზ ხუხიამ.

ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა. ღონისძიება კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ „დღეს“ ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალი 30 ივლისს დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა. შენობა, რომლის მშენებლობაშიც 11 მილიონი ლარი დაიხარჯა, სარეაბილიტაციოა. 6 თებერვალს თეატრის ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. შენობაში არსებული მძიმე ვითარების გამო, თეატრში სამუშაო პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ობიექტის კაპიტალური შეკეთების საპროექტო მომსახურებაზე მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. დასი სპექტაკლებს სხვადასხვა ქალაქში მართავს.

საკვანძო სიტყვები:

სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

30 მაისი, 2020 , 17:15

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაი

თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

30 მაისი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ. ა. და 1996

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

29 მაისი, 2020 , 14:25

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა

26 მაისი, 2020 , 15:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლ

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

25 მაისი, 2020 , 20:35

ლეიბორისტული პარტიის წვერის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამ მომენტისათვის, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულია. ცნობილია, რომ პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. ცნობისთვის, ჩხარტიშვილი

ჯარიმის ან საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე, თბილისის ტერიტორიაზე პარკირების წესებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს

25 მაისი, 2020 , 17:56

ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. საუბარია &bd