უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 სექტემბერი, 2017 17:20
font-size

ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-იანი წილი ჩინური კონგლომერატის CEFC-ს გადაეცემა

საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრეს სიემენში გამართულ ჩინურ-ქართულ ბიზნესფორუმზე ქართული დელეგაციის წევრებმა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და უმსხვილეს ჩინურ კომპანია CEFC-ის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-იანი წილის ჩინური კონგლომერატის CEFC-ისთვის გადაცემის შესახებ.

„შეთანხმება ითვალისწინებს კომპანია CEFC-ის მიერ ფოთის ინდუსტრიული ზონის მართვას, ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-ის გასხვისებას, რომელიც დღეს სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოთის ინდუსტრიული ზონა არის ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი და მისი გაცოცხლება, მისი აქტიური ამუშავება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, ასეთი მსხვილი ჩინური კომპანიის გამოჩენა ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმატების მომტანი იქნება. ვფიქრობთ, რომ ამ კომპანიას შესწევს უნარი, ძალა და ცოდნა იმისთვის, რომ მსგავსი რთული და მსხვილი პროექტები მართოს. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამ პროექტის განხორციელებაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ეს ფაქტი ცალსახად მისასალმებელია, რადგან ის ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართულებაზე დამატებითი ტვირთების მოზიდვას“, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ.

ბიზნესფორუმში მონაწილეობა ორასამდე ქართულ-ჩინურმა კერძო კომპანიამ მიიღო.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 09:00

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`