უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 სექტემბერი, 2017 17:10
font-size

ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება“ დატოვა

„ქართული ოცნების“ წევრმა, ფოთის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაია ჩხარტიშვილმა პარტია დატოვა.

შესაბამისი განცხადება მაია ჩხარტიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე განათავსა.

მედიანიუსი მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მოგესალმებით, მინდა გავაკეთო საგანგებო განცხადება! მე, მაია ჩხარტიშვილი, 2012 წლის იანვრიდან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ამავე პარტიის თანადამფუძნებელი,2014 წელს ამირჩიეს ქ. ფოთის საკრებულოს წევრად, ხოლო 2015 წლის მაისიდან დღემდე ვასრულებ საკრებულოს სოც. საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას.

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა გახლდათ გასული სამი წლის განმავლობაში მემუშავა ქალაქისა და მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, მაგრამ მუშაობის პროცესში შექმნილმა ხელოვნურმა ბარიერებმა დამარწმუნა, რომ დამოუკიდებლად, საერთო - გუნდური ძალისხმევის გარეშე, შეუძლებელია არსებული უმძიმესი მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა. თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების განცდა ჩემში ერთი წუთითაც არ განელებულა, ჩემი სამუშაო კაბინეტი მუდამ ღია იყო თითოეული ფოთელისთვის. ვფიქრობ, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი რომლის შედეგს უსაზღვრო პატივისცემისა და სიყვარულის სახით ვიმკი ყოველ ნაბიჯზე ჩემი მშობლიური ქალაქის ქუჩებში. სწორედ ეს დამოკიდებულება მანიჭებს ძალას,თქვენთან ერთად სათავეში ჩავუდგე ჩვენი ქალაქის გადარჩენის უპრეცენდენტო მაშტაბის კამპანიას,რომლის პირველ ეტაპს წარმოადგენს კაკულიასა და მისი კორუმპირებული ჯგუფის ქალაქის მართვის სადავეებიდან ჩამოშორება. ბედის ირონიაა, ნიკო ნიკოლაძის ქალაქს მუდამ „ტენდერებზე“ და „ატკატებზე“ მოფიქრალი კაკულია მართავდეს, რომელიც ფოთს განიხილავს პირადი კეთილდღეობის საბადოდ, ფოთელებს კი საარჩევნო მასად. ქალაქის უსაფრთხოება და ხალხის კეთილდღეობა კი მისთვის სრულიად უცხოა. კაკულია ქალაქის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე უსუსური მერი, რომელმაც ქალაქის წინაშე არსებული ვერცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა ვერ ამოხსნა.

დღეს, ამ სამარცხვინო ბეგრაუნდის მქონე პირი ცდილობს გახდეს მომავალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. პირობას ვაძლევ, ის ამ ოცნებას ვერ აისრულებს! კაკულია ვერ აცნობიერებს ქალაქში არსებულ კრიზისს, რაზეც „იმედის კვირაში“ გასულ უმძიმეს სიუჟეტში შიმშილის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების პრეტენზიების პასუხად მის მიერ ორწლიანი მოთმინებისკენ მოწოდების ფაქტიც ადასტურებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ სხვა პარტიის წევრებისაგან შემდგარ ფინანსური ინტერესების მქონე ჯგუფს, რომელსაც კაკულია წარმოადგენს, არანაირი ღირებულებითი და იდეური საერთო არ გააჩნია „ქართული ოცნების“ ფასეულობებთან.

სწორედ ამ ფინანსური ინტერესების მქონე ჯგუფის გონებაში ამოტივტივდა თქვენთვის მერის თანამდებობაზე ასარჩევად შემოეთავაზებინათ ბატონი კურდღელიას კანდიდატურა,რომელიც ანგარიშვალდებულებას სწორედ ზემოაღნიშნული ინტერესთა ჯგუფის მიმართ გრძნობს, რაზეც მისი პირველი საჯარო განცხადებაც მოწმობს, რომელშიც ბრძანებს, რომ ფოთის მერიის „ერუდირებულ გუნდთან“ ერთად გეგმავს მუშაობას. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ეს ის „ერუდირებული გუნდია“ ,რომელიც ნეპოტიზმისა და კორუფციული ბუნების ნიშნით ჩამოაყალიბა კაკულიამ. თავისთავად ჩნდება კითხვა-უმსხვილესი კაპიტალის მქონე კურდღელიას, თუ ქალაქისა და მისი მოსახლეობის ბედი აწუხებდა, სად იყო დღემდე?! რა უშლიდა ხელს, როგორც ქველმოქმედს, დაეფინანსებინა ან განეხორციელებინა თუნდაც ერთი ინფრასტრუქტურული ან სოციალური პროექტი...

მინდა შეგახსენოთ, რომ კურდღელია ის პერსონაა რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის პერიოდში, 2006-2010 წლებში საკრებულოში წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმის ახალაიების გაგრძელებას. ხოლო 2012 წელს სოლიდურ თანხებს წირავდა „ნაც. მოძრაობას“ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად.

მეგობრებო, რეალობა უმძიმესია, „ქართული ოცნების“ ლოგოს ამოფარებული კლანი კაკულიას თაოსნობით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც დაუშვებელია ჩვენი ქალაქის მომავლისათვის. სწორედ ამ მიზნით 2012 წლის იანვრიდან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ამავე პარტიის დამფუძნებელი ვტოვებ პარტიის რიგებს და მსურს თქვენთან ერთად, „ქართული ოცნების“ პარტიული მანდატის გარეშე, ჩავუდგე სათავეში ფოთის გადარჩენის უპრეცედენტო მაშტაბის კამპანიას, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ბრძოლის ამ ურთულეს ეტაპზე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ჩემს ოჯახსა და თანამებრძოლებზე.

და ბოლოს, ნებისმიერი ნაციონალური ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ვიწვევ დებატებზე კაკულიას ბ-ნ კურდღელიასთან ერთად! გმადლობთ ყურადღებისთვის!“,-დაწერა მაია ჩხარტიშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი