უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

16 აპრილი, 2018 17:05
font-size

ფოტო რომელიც ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის გლობალური კამპანიის, HeForShe-ს ერთ-ერთმა ფოტომ ტოკიოს საერთაშორისო ფოტოკონკურსზე (TIFA) ჯილდო 4 ნომინაციაში მიიღო.

ფოტო, რომელზეც ქართველი პარამოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და რაპირით ფარიკაობაში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა ღაღანიძე არიან აღბეჭდილები, სპორტული ღონისძიებების კატეგორიაში ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა. ამას გარდა, მან ღონისძიებების კატეგორიაში მეორე ადგილი დაიმსახურა, პორტრეტების კატეგორიაში კი ვერცხლისა და საპატიო ჯილდოები მიიღო.

გამარჯვებული ფოტო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის გლობალური კამპანიის, HeForShe-ს ეგიდით, 2017 წლის ზაფხულში გავრცელდა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სპორტის დახმარებით ქალთა გაძლიერებას ეძღვნება. სოციალური კამპანიისა და ამ ფოტოს იდეის ერთ-ერთი წყარო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქართულ ენაში გრამატიკული სქესი არ არსებობს. აქედან გაჩნდა თანასწორობისკენ მიმართული მთავარი შეტყობინებაც - „ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ?“

ვიდეორგოლებსა და პოსტერებში, რომლებიც კამპანიის ფარგლებში მომზადდა, სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი ქალები და კაცები მონაწილეობდნენ. ისინი თანასწორობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ ქალებისა და კაცების შესაძლებლობები სპორტშიც თანაბარია, წარმატების მიღწევასა და გამაჯვებისთვის ბრძოლაში კი სქესს მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, პროექტს შთამაგონებლად რამდენიმე ასპექტი აქცევს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარია მიზანი, რომელსაც ის ემსახურება.

ამ კამპანიაში ჩართულობამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა“, - აღნიშნავს ფოტოგრაფი ანდრეი კოვალოვი, რომელმაც პროექტის ფოტოები გადაიღო.

გაეროს ქალთა ორგანზიაციამ კამპანია საქართველოს სპორტისა და ახალაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და სარეკლამო სააგენტო McCann Tbilisi-სთან პარტნიორობით განახორციელა.

საქართველოში ხვალ ამინდი გაუარესდება

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი. იქროლებს დასავლ

დღეს საქართველოში მცირე მოღრუბლულობას ელიან

25 სექტემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარ

ხვალ საქართველოში მცირე მოღრუბლულობას ელიან

24 სექტემბერი, 2018 , 17:25

სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქა

ვიეტნამური გამოფენა „დონგ ჰო“- ხეზე ჭრის ხელოვნება გაიხსნა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

მოსე თოიძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა ვიეტნამურ გამოფენას “დონგ ჰო“ ხეზე ჭრის ხელოვნება - ვიეტნამური სული“. საქართველოში მოღვაწე ვიეტნამელმა ჩან თი რეგნერმა მოწვეულ სტუმრებს „დონგ ჰო-ს“ ნიმუშ

ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართა

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

გუშინ, თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგა.  კონცერტს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო.

ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართება

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

21 სექტემბერს, 21:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგება. The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`