უკან

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2016 12:55
font-size

ფოტოკლუბ „ბერთის“ ფოტოგამოფენა გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში (მის: თავისუფლების მოედანი 1) ფოტოკლუბ „ბერთის“ გამოფენა მოეწყობა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოკლუბის წევრების მიერ 2016 წლის განმავლობაში, პანკისის ხეობაში გადაღებული ფოტოები.

სამინისტროს ცნობით, ფოტოკლუბი „ბერთი" დაარსდა პანკისის ხეობის სოფლებში - დუისსა და ბირკიანში 2015 წელს, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივით. 2016 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ფოტოკლუბის საქმიანობაში კიდევ სამი სოფლის - ომალოს, დუმასტურისა და ხალაწანის ახალგაზრდები ჩაერთნენ.

ფოტოკლუბი „ბერთი" წარმოადგენს სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო. ფოტოკლუბ "ბერთის" წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. ამ დროის განმავლობაში მათ ობიექტივში მოექცა მთელი ხეობა - ადამიანები და წეს-ჩვეულებები, ბუნება, გარემო და უამრავი საინტერესო კადრი პანკისის ხეობის ცხოვრებიდან.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეაა, მომავალშიც შეძლოს დამოუკიდებლად არსებობა, კლუბის ახლანდელმა წევრებმა ფოტოგადაღება ასწავლონ კლუბის მომავალ წევრებს და „ბერთი" გახდეს ის განსხვავებული, საინტერესო და შემოქმედებითი ადგილი, რომელიც დააინტერესებს და გააერთიანებს პანკისელ ახალგაზრდებს.

გამოფენა გაგრძელდება 24 ნოემბრამდე გასტანს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი